ზაქარია ქუცნაშვილ: მე მომისაჯეს დეპუტატობა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, მას დეპუტატობა არ სურდა და „მიუსაჯეს“ . როგორც ზაქარია ქუცნაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა, მან საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის შეთავაზების შემდეგ მიიღო.
„მე მომისაჯეს დეპუტატობა, მე არ მინდოდა დეპუტატობა. ორჯერ ვთხოვე ბატონ ბიძინას, რომ მე ისე დაგეხმარებით და არჩევნების შემდეგ გავაგრძელებ ჩემს პროფესიულ კარიერას, მაგრამ მისი არგუმენტი იყო ასეთი – „მეც არ მინდა პრემიერ-მინისტრობა, მაგრამ სწორედ ისეთი ხალხი უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, რომლებიც სკამებზე არ არიან ჩაბღაუჭებულები და გაგიჟებული“. ასე რომ, ხშირად ხდება ხოლმე პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, ადამიანების ჩართვა პროცესებში. ასეთი დიმიტრი ხუნდაძე ვიცი კიდევ, იგი საერთოდ არ აპირებდა პოლიტიკაში ჩართვას, მაგრამ როდესაც დაინახა, რომ ქვეყანას სჭირდებოდა, ჩაერთო პოლიტიკაში“, – აღნიშნა ზაქარია ქუცნაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები