„არცერთ სხვა მესამე ქვეყანას არ შეუძლია ნატოს და საქართველოს პარტნიორობის შეჩერება“

რუსეთი ცდილობს ევროპაში საზღვრების გადახედვას, არღვევს საერთაშორისო სამართალს, ქვეყნების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების  სესიის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, ამ ფონზე ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი კიდევ უფრო აძლიერებს პარტნიორი ქეყნების დახმარებას.
„ჩვენ დღეს განვიხილეთ თუ როგორ დავეხმაროთ პარტნიორ ქვეყნებს – საქართველოს, მოლდოვასა და იორდანიას რომ გახადონ თავიანთი უსაფრთხოების სექტორი ეფექტიანი. ჩვენ ამ ქვეყნებში ნატოს ექსპერტებს გავგზავნით იმისთვის, რომ თავდაცვის სფეროში გამოცდილება გავუზიაროთ. ჩვენს წვლილს შევიტანთ ნატო-საქართველოს საწვრთნელი ცენტრის ამოქმედებაში, რომელშიც ჩაერთვებიან ნატოს ტრენერები. ამ ცენტრის მიმზიდველობა იმაში მდგომარეობს, რომ თითოული ქვეყანა თავად უნდა წყვეტდეს უსაფრთხოების რა მექანიზმები აამოქმედოს. საქართველო ნატოს პარტნიორია, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ დავეხმაროთ საწვრთნელი ცენტრის შექმნით. ეს გადაწყვეტილება თავად საქართველომ, სუვერენულმა ქვეყანამ მიიღო ალიანსის მოკავშირეებთან ერთად. არცერთ სხვა მესამე ქვეყანას არ შეუძლია ამ პროცესზე ვეტოს დადება და ნატოს და საქართველოს პარტნიორობის შეჩერება“, – განაცხადა  სტოლტენბერგმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები