„შეთავაზება უკრაინისა და უკრაინელი ხალხისადმი ღრმა პატივისცემის გამო მივიღე“

უკრაინის უმაღლეს რადაში მინისტრთა კაბინეტის დამტკიცება მიმდინარეობს. დეპუტატების წინაშე მინისტრობის ის კანდიდატები წარდგნენ, რომლებმაც უკრაინის მოქალაქეობა დღეს მიიღეს.  ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის ალექსანდრე კვიტაშვილის განცხადებით, მან შეთავაზება უკრაინელი ხალხისადმი პატივისცემის გამო მიიღო.
“ბოლო სამი თვის განმავლობაში უკრაინაში რეფორმებზე ვმუშაობდი, მაგრამ ამ ქვეყნისადმი სიყვარული უფრო დიდი ხნის სიყვარულს უკავშირდება. ამ თანამდებობაზე მუშაობის შეთავაზება უკრაინისა და უკრაინელი ხალხისადმი ღრმა პატივისცემის გამო მივიღე. ამაყი ვარ, იმ დიდი ქვეყნის მოქალაქეობის მიღებით, რომელსაც უდიდესი მომავალი აქვს”, – განაცხადა რადაში გამოსვლისას კვიტაშვილმა.
ალექსანდრე კვიტაშვილის კანდიდატურა “პეტრო პოროშენკოს ბლოკმა” უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე წარადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები