გამბიის პრეზიდენტმა ჰომოსექსუალიზმისთვის სამუდამო პატიმრობა დააწესა
გამბიის პრეზიდენტმა იაია ჯამემ „ჰომოსექსუალიზმისთვის დამამძიმებელ გარემოებებში“ სამუდამო პატიმრობის დაწესების ბრძანებას მოაწერა ხელი. ამის შესახებ „ასოშიეითიდ პრესი“ იუწყება. ცვლილებების შედეგად, სიცოცხლის დარჩენილ წლებს ციხეში იმუნო დეფიციტის ვირუსის მქონე, შიდსით დაავადებული გეები და ლეზბიანკები გაატარებენ. გარდა ამისა, ციხეში მოხვდება ის, ვინც უკვე იყო დაკავებული არატრადიციული კავშირების გამო.
დოკუმენტის მიღებამდე ჰომოსექსუალური კავშირებისთვის გამბიაში 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთა იყო გათვალისწინებული.