რა კავშირშია ბათუმის მერი ბაჩო ახალაიასთან

ბათუმის მერს გიორგი ერმაკოვს თავდაცვის ყოფილ მინისტრთან, ბაჩო ახალაიასთან კავშირში ადანაშაულებენ,- ამის შესახებ მურმან დუმბაძემ გაზეთ „ახალ თაობასთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ერმაკოვი „ქართულ ოცნებას“ ებრძოდა.
„რეგიონში კადრების შერჩევის მხრივ კატასტროფული ვითარებაა. ბათუმის მერთან გიორგი ერმაკოვთან დაკავშირებით სერიოზული კითხვები მაქვს… მითხარით, როგორ არ დავსვა კითხვა და როგორ არ გამოვხატო პროტესტი, როცა ვიცი, რას წარმოადგენს ეს საქმე. გიორგი ერმაკოვი ბაჩო ახალაიას მარჯვენა ხელი იყო. ის 2012 წლის 1 ოქტომბრამდე „ქართულ ოცნებას“ ებრძოდა. ხელისუფლების პირველი პირები სხვის ნეპოტიზმზე რომ ლაპარაკობენ, საკუთარი ნეპოტიზმიც გაიხსენონ“, – განაცხადა დუმბაძემ „ახალ თაობასთან“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები