„რუსეთი აფხაზეთთან ხელშეკრულების ჩაშლის სანაცვლოდ, საქართველოს ნატოს ცენტრის გახსნის დაბლოკვას მოსთხოვს“

პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტაძემ, საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ნატო-საქართველოს საწვრთნელი ცენტრის განთავსების შემთხვევაში, რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზე და ცენტრის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ჩიტაძის განცხადებით, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად ცენტრს დიდი მნიშვნელობა ექნება, თუმცა, მისი განცხადებით, შესაძლოა, ეს რუსეთის მხრიდან საქართველოზე ზეწოლისა და პოლიტიკური შანტაჟის მიზეზი გახდეს.
პოლიტოლოგმა არ გამორიცხა ისიც, რომ ცენტრის გახსნის შემთხვევაში რუსეთმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან პროვოკაციები განახორციელოს.
„მისასალმებელია, რომ საქართველოში ნატოს სასწავლო ცენტრი იხსნება, მგონია, რომ აღნიშნულ ცენტრში ადგილი ექნება ქართველი, ნატოს წევრი და ასევე პარტნიორი ქვეყნების სამხედროების როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მომზადებას. შემდგომში კი ეს სამხედროები ანტიტერორისტულ და სამშვიდობო ოპერაციებში იქნებიან გამოყენებული. რუსეთი შეეცდება საქართველოზე ზეწოლა განახორციელოს, ან დაიწყოს პოლიტიკური ვაჭრობა საქართველოსთან და შესთავაზოს, რომ თუ ამ ცენტრზე საქართველო უარს იტყვის, შესაძლებელია, რუსეთმა აფხაზეთთან გასაფორმებელ ხელშეკრულებას გადახედოს. თუ საქართველო ისევ და ისევ თავის პოზიციაზე იქნება, შესაძლოა, რუსეთმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების სიახლოვეს პროვოკაციები განახორციელოს“,- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები