პარლამენტში აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ე.წ. დასკვნებზე იმსჯელებენ
პარლამენტში დღეს აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ე.წ. დასკვნებზე იმსჯელებენ. მასალები თავდაცვის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ფინანსურ ანგარიშებს შეეხება.
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრის ირაკლი სესიაშვილის თქმით, გარდა ამისა ნდობის ჯგუფის წევრები თავდაცვის სამინისტროსა და “სილქნეტს“ შორის გაფორმებულ ხელშეკრეულებასაც განიხილავენ. “ნდობის ჯგუფის სხდომაზე ჩვენ განვიხილავთ თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროების, ასევე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ფინანსურ ანგარიშებს, რომელების აუდიტის სამსახურის მიერ მომზადდა. ასევე გავეცნობით თავდაცვის სამინისტროსა და “სილქნეტს“ შორის გაფორმებულ ხელშეკრულების ფინანსურსაკითხებს ასევე სხვა საკიტხებსაც. ამის შემდგომ ნდობის ჯგუფის ფორმატში ვიმსჯელებთ და შესაბამისი დასკვნა დაიდება“-აღნიშნა სესიაშვილმა.