პეტრე პოროშენკო „ტოტალური ომისთვის“ მზადაა
უკრაინას კონფლიქტი არ სურს, თუმცა ის მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის მზადაა, მათ შორის „ტოტალური ომისთვის“. ამის შესახებ პეტრე პოროშენკომ გერმანულ გამოცემა „ბილდისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„მე რუსეთთან ომის არ მეშინია. ჩვენ ტოტალური ომის სცენარი მოვამზადეთ. ჩვენი არმია ახლა გაცილებით კარგ მდგომარეობაშია, ვიდრე ის 5 თვის წინ იყო. ჩვენ მთელი მსოფლიო გვიჭერს მხარს. ჩვენ მშვიდობა გვსურს, თუმცა, სამწუხაროდ, უარესი სცენარებიც უნდა განვიხილოთ“, – განაცხადა პოროშენკომ.
შეგახსენებთ, რომ მანამდე პოროშენკო აცხადებდა, რომ ომის დასრულება და მესამე მსოფლიო ომის პრევენცია სურს.