მკვლელი, მოძალადე და საშიში დამნაშავეები ჰოროსკოპის მიხედვით

ვერძი

ამ ნიშნის წარმომადგენლებს საერთოდ არ აქვთ არასრულფასოვნების კომპლექსი, ამიტომ ისინი არ ილტვიან თავი დაიმკვიდრონ სხვათა ხარჯზე, ან ნებისმიერ ფასად ამაღლდნენ მავანთა თვალში, ისინი ისედაც ზედმეტად დიდი წარმოდგენის არიან თავის ღირსებებზე. ვერძებისთვის უცხოა ის ბოროტი შური, რაც არასრულფასოვან ადამიანებს , რომელნიც სხვის წარმატებას მტკივნეულად აღიქვამენ დანაშაულისკენ უბიძგებს. ვერძი დარწმუნებულია თავის თავში და თავის გეგმებში და აქვს მხოლოდ საკუთარი უნარის და სიჯიუტის იმედი. ის ძალიან აგრესიულია, მაგრამ მისი აგრესია მიმართულია არა ნგრევისკენ, არამედ სიძნელეების დაძლევისაკენ. ამიტომ მოძალადე ვერძი არ მიისწრაფვის, რომ თავისი მსხვერპლი ტალახში ამოსვაროს, ის უბრალოდ დასძლევს მას, დაამსხვრევს რაამ დროს წარმოშობილ წინააღმდეგობებს,( ამ უკანასკნელთ ის ბუნებით ჯიუტი და დესპოტი მრისხანებაში მოყავთ). ვერძი-მკვლელი შეიძლება მოქმედებდეს ცრუ სამართლიანობის გრძნობით. ვერძი ბუნებით ავანტურისტია და ეს თვისება შეიძლება გახდეს მიზეზი მრავალი გადამწყვეტი მოქმედებისა, რომელთა გამოსწორებაც შეუძლებელია. ვერძები მკვლელებს შორის იკავებენ მე-7 ადგილს, მოძალადეებს შორის მე-3, განსაკუთრებით საშიშ დამნაშავეებს შორის ასევე მე-3 ადგილს.

კურო

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები მიდრეკილნი არიან დიდხანს და გამიზნულად დააგროვონ აგრესია , რასაც მოყვება კარგად დაგეგმილი და გათვლილი დანაშაული. ზუსტად ეს თვისება შეიზლება აღმოჩნდეს საბედისწერო თქვენი ახლო ადამიანისათვის. კურო არ არის შურიანი, არ აწუხებს კომპლექსები, მაგრამ აუცილებლად მიიღებს იმას , რასაც წესით თავის კუთვნილება თვლის. კუროში შერწყმულია დაგროვებისა და თავისი მატერიალური სტატუსის წარმოჩინებისკენ სწრაფვა. მკვლელების, მოძალადეების და განსაკუთრებით საშიშ დამნაშავეებს შორის მათ მე-2 ადგილი უკავიათ.

ტყუპები

მათში კრიმინალური ხასიათი ყალიბდება ზღვარგადასული პიროვნული შფოთვის გამო.ტყუპების მისწრაფებები გამოუცნობი და ელვისებურია, მაგრამ ამის მიუხედავად დანაშაულს ისინი არასოდეს სჩადიან იმპულსების და გრძნობების გავლენის ქვეშ მყოფნი. მათ ამოძრავებთ სრულიად გაცნობიერებული სურვილი, მაგრამ ეს უკანასკნელი იმდენად სწრაფად წარმოიშობა, რომ შემთხვევითი გვეჩვენებA და ტყუპების მოქმედება კიდევ ძნელად განსასაზღვრი. მკვლელებს შორის მათ უკავიათ მე-3 ადგილი, მოძალადეებს შორის მე-5, განსაკუთრებით საშიშ დამნაშავეებს შორის 1 ადგილი.

კირჩხიბი

აქ ცუდი გადახრები წაერმოიშობა მაღალი მოთხოვნილებების გამო, რომლებიც ყოველთვის არ შეესაბამება შესაძლებლობებს და კიდევ მისი შურისმაძიებლობის გამო, რომელმაც შეიძლება მიიღოს აკვიატებული იდეის ხასიათი. კიბოებს შორის სხვა ნიშნებისაგან განსხვავებით ბევრია კაცთმოძულე, რაც მათ ამაღლებულ მგრძნობელობასთან სინთეზში გვაძლევს ნაყოფიერ ნიადაგს დანაშაულისთვის. მკვლელებს შორის კირჩხიბები დგანან მე-4 ადგილზე, მოძალადეებს შორის მე-5, განსაკუთრებით საშიშ დამნაშავეებს შორის მე-4 ადგილზე.

ლომი

ლომში ცუდს განაპირობებს მისი ძალაუფლებისმოყვარე-აგრესიული ნატურა, რომელიც განწყობილია დათრგუნოს ნებისმიერი წინააღმდეგობრივი ქმედება. ლომი არ დარდობს მომავლის გამო, მისთვის უცხოა შური და შურისმაძიებლობა. ამაღლებული თვითშეფასება შერწყმულია მასში თავისი სიმართლის ურყევ რწმენასთან და თავხედურ შეუპოვრობასთან დასახული ამოცანის მისაღწევად. ლომებს ახასიათებთ სასოწარკვეთილი ყაჩაღური თავდასხმები, ტერორისტული აქტები, მაგრამ განსაკუთრებული სისასტიკის გარეშე. ლომს შეუძლია მატარებელი გადადგას რელსებიდან, მაგრამ არასოდეს აწამებს მსხვერპლს გავარვარებული უთოთი. მკვლელებს შორის ლომებს უკავიათ 1 ადგილი, მოზალადეებს შორის მე-7, განსაკუთრებით საშიშ დამნაშავეებს შორის მე-5 ადგილი.

ქალწული

აქაც კრიმინოგენული თვისებების განვითარებას ხელს უწყობს ამ ნატურის ამაღლებული შფოთვა. მისი ყოყმანი კონსერვატორიზმთანაა შერწყმული, რომელიც ღია აგრესიულ ხასიათს ატარებს. ქალწულები ვერ იტანენ რაიმე გადახრას დადგენილი წესებიდან, ამაში ხედავენ თავისი სასიცოცხლო ინტერსების შელახვას. ისინი ჯიუტი, მიზანდასახული და კარგად გათვლილი აგრესიით, რომელისაც ისინი მხოლოდ თავდაცვითი რეაქციად მიიჩნევენ მიდიან დასახული მიზნისკენ. მკვლელებს შორის ისინი მე-8 ადგილზე არიან, მოძალადეებს შორის მე-9, განსაკუთრებით საშიშ დამნაშავეებს შორის მე-6 ადგილზე.

სასწორი

ამ ადამიანს აქვს ცხოვრების მიმართ აგრესიულ -მომთხოვნი დამოკიდებულება. ეს არაა წუთიერი კაპრიზი, ეს მყარი პოზიციაა, რომელიც ეყრდნობა ურყევ რწმენას იმისა, რომ სასწორს უნდა ეკუთვნოდეს ის ყველაფერი რაც მათ სურთ რომ თავისად იხილონ. ისინი ვერ იტანენ წინააღმდეგობებს თავის გზაზე, მაგრამ არ აღგვიან მათ პირისაგან მიწისა, მათი განადგურების სხვა უფრო დახვეწილ მეთოდებს მოძებნიან. არჩეული კრიმინალური გზის სისწორეში ეჭვსეუტანლობა ხდის სასწორებს განსაკუთრებით საშიშად და აგრესიულებად. ის რაც ზოდიაქოს სხვა ნიშნებისთვის ითვლება საზოგადოების გამოწვევად, უარყოფითი ენერგიის გამოფრქვევად, პათოლოგიურ ანგარებად, ავ შურისძიებად, -ეს ყველაფერი სასწორებისთვის ფორმირებული იდეოლოგიაა. ისინი დარწმუნებულნი არიან თავის უფლებებში ძალადობრივი სახით მოახდინონგავლენა არსებულ ნორმებზე და ამ უფლების რეალიზებას ახდენენ იმ ყოყმანის გარეშე , რაც მათ სხვა სასიცოცხლო სიტუაციებში ახასიათებთ. მე-5 ადგილზე მკვლელებს შორის, მე-8 მოძალადეებს შორის, განსაკუთრებით საშიშ დამნაშავეთა შორის მე-10 ადგილზე.

მორიელი

ის გვაოცებს თავისი მოტივების მასშტაბურობით. აქ გვაქვს შურისძიებაც, დაუნდობლობაც, სამურაის მოთმინებაც სასტიკი შურისძიების მოლოდინში. ის თავგამოდებული ინდივიდუალისტია, მას არ აქვს ბრბოს ინსტინქტი, ეს ერთგვარი გრაფი მონტე კრისტოა, მარტოხელა-შურისმაძიებელი. მორიელი მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში მონაწილეობს ჯგუფურ დანაშაულებში. ის სატანურად გამომგონებლურია დანაშაულის დაგეგმვაში. თავის საბოლოო მიზნად ის ისახავს არა მხოლოდ ხილულ რეზულტატს და მსხვერპლის წამებას, არამედ თვით ფაქტს აღსრულებული შურისძიებისა. მკვლელებს შორის მათ უკავიათ მე-10, მოძალადეებს შორის მე-12, განსაკუთრებით საშიშ დამნაშავეებში მე-12 ადგილი.

მშვილდოსანი

ხასიათის კრიმინოგენულ თვისებებს ეს ნიშანი პირველ რიგში უნდა უმადლოდეს თავის ფეთქებად და აზარტულ ნატურას. ეს თავგამოდებული მოთამაშე და ავანტურისტი როგორც წესი ახორციელებს თავის აგრესიას თავხედური და წინასწარ გამოუცნობი პირდაპირი შეტევით. რაც თავის მხრივ გამოწვეულია მრისხანების აფეთქებით ან საკმაოდ ბანალური კონფლიქტის მოულოდნელი შემობრუნებით და განვითარებით, რაც საერთოდ არ გვაფიქრებინებდა ტრაგიკულ დასასრულს. ( მოკლედ აქ წერია არ გააბრაზოთ მშვილდოსნებიო …). მშვილდოსანი განიცდის ბრბოს გავლენას, რაც უბიძგებს მას ჯგუფურ დანაშაულში მონაწილეობისკენ. აქ საბედისწერო როლს თამაშობს აGზნებადობა, აზარტულობა და მშვილდოსნის შედარებით ადვილი ამყოლობა. მკვლელებს, მოძალადეებს და განსაკუთრებით საშიშ დამნაშავეებს შორის მას უკავია საპატიო მე-11 ადგილი.

თხის რქა

მისი მიზანდასახულობა, ნებისყოფა და საქმიანობა განაპირობებს მის დამნაშავურ შტრიხებს. ის არასოდეს ჩაიდენს დანაშაულს მრისხანების, სიძულვილის ან აზარტის გავლენით.მისი ქმედება Yოველთვის გამოთვლილია, მოფიქრებული და ექვემდებარება მისი ცხოვრების არა წამიერ, არამედ მყარ(მეტალის) მიზანს. მას არ აქვს არასრულფასოვნების კომპლექსები, ბრაზი, შური და ეჭვი. მისი დანაშაული უმეტეს წილად ატარებს ანგარებიან ხასიათს. ის აშენებს თავის კეთილდღეობას მყარად და ჯიუტად . და ყველაფერი რაც ამ კეთილდღეობას საფრთხეს შეუქმნის , დაუნდობლად და შეუპოვრად ნადგურდება. მკვლელებში მათ უკავიათ მე-6, ძალადობაში მე-4, განსაკუთრებით საშიშ დამნაშავეებში მე-7 ადგილი.

მერწყული

მათ კრიმინოგენობას განაპირობებს 1-ლ რიგში ემოციების აფეთქებისკენ მიდრეკილება (რასაც მერწყულები ვერ აკონტროლებენ), ამასთან მიდრეკილება აკვიატებული იდეებისაკენ და მისწრაფება ნებისმიერი გზით გაანადგუროს საგნების და მოვლენების არსებული წესრიგი და თანმიმდევრობა. ეს თვისებები ამ ნიშნის დანაშაულებს ლოგიკური თვალსაზრისით ნაწილობრივ გამოუცნობს ხდის. მერწყულს არ აქვს ანგარება და შური ამ სიტყვების სტანდარტული გაგებით, მაგრამ აღიარების და წარმატების დაუკმაყოფილებელმა სურვილმა შეიძლება მას არაორდინალური საქციელისაკენ უბიძგოს. რაც გარშემომყოფების შეჯანჯღარებას და არსებული რეალობის რუტინაში ახალი დინების შემოტანას ნიშნავს. მკვლელებში მე-12, მოძალადეებში მე-10, განსაკუთრებით საშიშ დამნაშავეებში მე-8 ადგილი.

თევზები

შინაგანი ფორიაქი, გამუდმებული, მტანჯველი ემოციური მოუსვენრობა, განწყობის ძლიერი ცვალებადობები , ორიენტაციის ცვლილებები და სხვადასხვა კომპლექსების (დაწყებული ოიდიპოს კომპლექსიდან -დამთავრებული დანაშაულის გრძნობით) უზარმაზარი ნარევი ,-უბიძგებს თევზებს დანაშაულისკენ. ეს რთული ნატურები ხან ძალიან ნელები არიან ხან ფსიხოპათები. როგორი თანმიმდევრობით გვექნება ეს საპირისპირო მდგომარეობები, ამის გამოცნობა თითქმის შეუძლებელია. კიდევ ერთი საშიშროება თევზებისათვის , ესაა- ალკოჰოლური და ნარკოტიკული დამოკიდებულების მნიშვნელოვანი საშიშროება, რაც კიდევ უფრო აძლიერებს მათ კრიმინალურ პოტენციალს. ხასიათის შტრიხების გადღაბნილობა ძლიერ ართულებს მათი დანაშაულის მოტივების ლოგიკურ დასაბუთებას. ისინი ერთდროულად გულადებიც არიან და მშიშრებიც, თავდაჯერებული ამპარტავნებიც და დაცემული შურიანებიც, კომპლექსიანი გოიმებიც და სიამოვნებისმოყვარე გარყვნილებიც. მკვლელებს შორის მათ უკავით მე-9 ადგილი, მოძალადეებს შორის საპატიო- 1 ადგილი და განსაკუთრებით საშიშ დამნასავეთა შორის მე-9 ადგილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები