აშშ-ს სპეცსამსახურებმა „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ ამერიკელის მკვლელობა დაადასტურეს (ვიდეო)
ამერიკულმა დაზვერვამ „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკების“ მიერ აშშ-ს მოქალაქის მკვლელობის შესახებ რამდენიმე დღის წინ გაიგო, თუმცა მტკიცებულებების არ არსებობის გამო ამერიკული მხარე დასკვნების გაკეთებისგან თავს იკავებდა. ამის შესახებ „ნიუ-იორკ თაიმსი“ იუწყება. შეგახსენებთ, რომ „ბოევიკებმა“ 26 წლის პიტერ კესიგს თავი მოჰკვეთეს. მკვლელობის ამსახველი ვიდეოკადრების გაანალიზების შემდეგ, აშშ-ს დაზვერვამ დაადასტურა, რომ ამერიკელი მართლაც მოკლულია. ამასთან, გამოცემის მტკიცებით, კესიგის მკვლელობის ამსახველი ვიდეო ისლამისტების მიერ მანამდე გავრცელებული ვიდეოებისგან ბევრად განსხვავდება. წინა მკვლელობების კადრები პროფესიონალების მიერ რამდენიმე კამერის გამოყენებით იყო გადაღებული. კესიგის მკვლელობა კი ერთი კამერით არაპროფესიონალის მიერაა გადაღებული, – წერს „ზე ნიუ-იორკ თაიმსი“. ეს, ანალიტიკოსების აზრით, იმას ნიშნავს, რომ „ბოევიკებს“ მასალის ღიად გადაღების საშუალება აღარ აქვთ. შეგახსენებთ, რომ პიტერ კესიგის მკვლელობის ამსახველი ვიდეომასალა ინტერნეტში 16 ნოემბერს გავრცელდა. ჩანაწერის მე-16 წუთზე ასევე ტყვედ აყვანილი სირიელი ჯარისკაცების მკვლელობაა ნაჩვენები. კესიგის მკვლელობა თეთრ სახლში უდანაშაულო ამერიკელის ცხოველურ მკვლელობად შეაფასეს. მკვლელობა ასევე დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის პრემიერ-მინისტრებმა დაგმეს.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=So7k_eih1xE” width=”560″ height=”315″]