გოგონას გადამრჩენი გმირი “სირიელი ბიჭუნა“ სინამდვილეში მსახიობი აღმოჩნდა
ბოლო პერიოდში “იუთუბის” ჰიტად ქცეული „სირიელი გმირი ბიჭუნას“ ისტორია სინამდვილეში თეატრალური დადგმა აღმოჩნდა. ამ ინფორმაციას სააგენტო „BBC” ავრცელებს. მათივე ცნობით, ნორვეგიელმა კინემატოგრაფებმა აღიარეს, რომ ვიდეო სინამდვილეში მალტაში გადაიღეს და მასში ასახული სცენები მხოლოდ თეატრალური დადგმაა. ვიდეოს რეჟისორი, ოსლოელი ლარს კლევბერგი გახლავთ. მისი თქმით, ვიდეოს შექმნის და გავრცელების მიზანი საომარ მოქმედებებში დაზარალებული ბავშვებისთვის ყურადღების მიპყრობა გახლდათ. ვიდეოს შემქნელების აღიარებით მასში მონაწილეობა მალტელმა მსახიობმა ბიჭუნამ და გოგონამ მიიღეს, ხოლო ხმები რომელიც ვიდეოში ისმის, მალტაში მცხოვრები სირიელების გახლავთ.