როგორ მიყიდა სააკაშვილმა საქართველო რუსეთს? – “ნაციონალების” პროდასავლურობა მითია, თვლიან ექსპერტები

   „არა ოკუპაციას!“ – 15 ნოემბერს  „ვარდების მოედანზე“  „ნაციონალური მოძრაობის“ ანტირუსული რიტორიკა  კიდევ ერთხელ მოვისმინეთ.   7 ნოემბერი, 26 მაისი და გახმაურებული მკვლელობები იქით იყოს და, რა მოვუხერხოთ  ლოგიკურ და დღემდე პასუხგაუცემელ  კითხვებს, რაც  სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში ქვეყანაში რუსული ინვესტიციების შემოდინებას უკავშირდება? აგვისტოს ომის შემდგომ  პერიოდშიც კი, საქართველოში მსხვილი,  რუსული კაპიტალი შემოვიდა.  აღსანიშნავია, რომ დღეს მსოფლიოში აღიარებული ქართული ბრენდი „ბორჯომიც“  რუსული საინვესტიციო ჯგუფის ხელშია. 

ეს იმ კომპანიების არასრული ჩამონათვალია, რომელთა უკან რუსეთის  ინტერესი და რუსული კაპიტალია  და ისინი საქართველოში სწორედ ” ნაციონალური” მმართველობის დროს წარმატებით საქმიანობდნენ:

 borjomi_2764“ინტერ რაო”, “ინტერ ჯორჯია”, “იტერა”, „თელასი“, სს „ბორჯომი“ , „მადნეული“, „კვარციტი“, „აზოტი“ , სს „ელმავალმშენებელი ქარხანა“, “ლუკოილი”, “ვიმპელკომი” (ბილაინის სამარკო ნიშანი),  „ვითიბი_ ბანკი”, “ვიმ-ბილ-დანი“  (კომპანია „ქართული პროდუქტების“  მფლობელი). 

  ქართველი ექსპერტები  აღნიშნავენ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის შემდგომ,  ქვეყანაში რუსული ინვესტიციები ეტაპობრივად გაიზარდა. განსაკუთრებით თვალშისაცემი ეს პროცესი  „ნაციონალური მოძრაობის“  მმართველობის პერიოდში იყო. რაც ყველაზე საინტერესოა, რუსული კაპიტალის შემოდინება 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გააქტიურდა.

 ომის შემდეგ, ქართულ ბაზარზე რუსული “ინტერ რაო” გამოჩნდა. იგი ფლობდა თბილისის ენერგოგამანაწილებელი კომპანიის “თელასის” აქციათა 75%-ს. ის ელექტროობის სეგმენტში უმსხვილესი დისტრიბუტორია. მას სხვა აქტივებიც გააჩნია.

2007 წელს საქართველოს მთავრობასთან გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, “ინტერ რაო”-ს  მდ. ხრამზე download100 მგვ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური უნდა აეშენებინა. ერთი წლით ადრე, კომპანიამ ელექტროსადგურ “ხრამჰეს-2”-ში აგრეგატ #2-ის რეაბილიტაციისთვის  29 მილიონი დოლარის ინვესტირება მოასწრო, რითაც ამ უკანასკნელის სიმძლავრე 59 მგვ-მდე გაზარდა.

ენერგორესურსების მომწოდებელი მეორე კომპანია გახლავთ “ინტერ ჯორჯია”, რომელიც რუსული “იტერას” 100%-იანი შვილობილი კომპანია იყო.

 “ლუკოილი” საქართველოში დღეს 20-ზე მეტ ავტოგასამართ სადგურს და ამდენივე ნავთობბაზას ფლობს.  მასზე მოდის დიზელის საწვავის და სხვადასხვა მარკის ბენზინის საცალო რეალიზების 20-25%.

p7-vtb-bbgრაც შეეხება “ვიმპელკომს” (“ბილიანის” სავაჭრო ნიშანი), აბონენტთა რაოდენობით ის რუსეთის ფედერაციაში მეორე ფიჭური ოპერატორია.
“ვიმპელკომი” ფლობს ქართული კომპანია “მობიტელის” 51%-ს, რომელიც მან 12,6 მილიონ დოლარად შეისყიდა.

კიდევ ერთი   რუსული ინვესტივია უმსხვილეს  რუსული ბანკ “ვი-თი-ბი”-ს უკავშირდება.  დღეს, ის  ქართულ ბაზარზე 14 ფილიალს და 13 სერვის-ცენტრს ფლობს.

რუსეთის ფედერაციაში წვენებისა და რძის პროდუქტების უმსხვილესმა  მწარმოებელმა კომპანია “ვიმ-ბილ-დან“-მა, საქართველოში ყურძნის წვენის მწარმოებელი კომპანია “ქართული პროდუქტები”  შეიძინა. მან ჩვენს ქვეყანაში  8,5 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადო.

 როგორ აფასებენ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში რუსული ინვესტიციის შემოდინების პროცესებს ქართველი ექსპერტები და  როგორ უკავშირებენ მას  „ნაციონალური მოძრაობის“  ანტირუსულ რიტორიკას?!

ექსპერტ დემურ გიორხელიძეს მიაჩნია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარი პიარისთვის ყველაფერს აკეთებს და ყველა ხერხს მიმართავს. მისი თქმით, ყოფილი ხელისუფლება დღევანდელ აქციას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.

3964giorxelidze demur1“მიამიტ ქართულ საზოგადოებაში, სადაც სიტყვებს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე მოვლენის არსს, რეალობას, შესაძლებელია პოლიტიკური მოქმედებების შენიღბვა სპეციალური ტექნოლოგიებით, როცა ხდება ადამიანების ცნობიერების კორექცია და მათი მიმართვა სხვა მიმართულებით და ამ ნიღბის ქვეშ რეალური მიზანმიმართულების განხორციელება… თუ ვინმე ფიქრობს, რომ ეს შემთხვევით მოხდა, ძალიან ცდება… ცხადია, ხელისუფლება არ შეიძლება სეგრეგაციულ პოლიტიკას აწარმოებდეს ინვესტორების მიმართ, მაგრამ… როცა თითქოსდა, დასავლური კურსი გიჭირავს, არავინ დებს დასავლეთიდან ფულს შენს “პროდასავლურ ქვეყანაში”, დებენ მხოლოდ რუსები, თანაც, საომარი მოქმედების შემდეგ,  ეს პროცესი უფრო ინტენსიური ხდება. ადამიანი, თუ საღი აზრისაა, უნდა დაფიქრდეს: რა ხდება? რატომ ხდება? ვის აწყობს ის, რაც ხდება?! თუ ადამიანმა დასვა ეს კითხვები, იგი სწორ პასუხსაც მიაგნებს და არ გახდება პოლიტიკური დემაგოგიის მსხვერპლი,” – აღნიშნავს  გიორხელიძე “კვირასთან”.

აზრს, რომ პოლიტიკური რიტორიკის მიუხედავად “ნაციონალური მოძრაობა” საკუთარ ქვეყანაში  რუსულ ინტერესებს ატარებდა, სრულად იზიარებს ექსპერტი ჯუმბერ კირვალიძე:

10808253_314001302139393_1509043065_n“ნაციონალები” ასე ხსნიდნენ, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდისთვის ნებისმიერი კაპიტალი (“თეთრი”) მისაღები იყო, მეტიც, მიაჩნდათ, რომ ამით პოლიტიკურ საკითხებსაც თანდათან მოევლებოდა მაგრამ, 2008 წლის ომის შემდეგ, “ნაცები” რუსული კაპიტალის არსებობას აუცილებლობით  ხსნიდნენ (ალტერნატივის არ არსებობის გამო), თუმცა ომამდეც და ომის შემდეგაც ხაზს უსვამდნენ ეკონომიკის იმ სექტორების დივერსიფიკაციის აუცილებლობას, სადაც რუსული კაპიტალი დომინირებდა. ჩემი აზრით კი, ის ბიზნეს წრეები, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმის კეთილგანწყობით სარგებლობდნენ, მათ ძირითადი თავის კაპიტალი რუსეთში ჰქონდათ დაგროვილი (მათ შორის, ბენდუქიძეს) და თავისთავად მათი ინტერესების ლობირებას ეწეოდა “ნაცების” პოლიტიკური “ვერხუშკა”, –   განაცხადა “კვირასთან” ექსპერტმა.

არასამთავრობო ორგანიზაცია “პოზიციის” ხელმძღვანელი გურამ ადამაშვილი კი მიიჩნევს, რომ თუკი ვინმე  წლების განმავლობაში საქართველოში რუსული ინტერესებს გატარებას ცდილობდა, ეს “ნაციონალური მოძრაობაა”.

10547970_306986869503293_4825163084538285427_o“კარგია, რომ აქციამ მშვიდობიან ვითარებაში ჩაიარა და არანაირ პროვოცირებას ადგილი არ ჰქონდა. დღევანდელმა დღემ  მკაფიოდ დაგვანახა,  თუ როგორ კარგავს დღითიდღე  “ნაციონალური მოძრაობა” ძალაუფლების სადავეებს. მათი “ნიღაბამოფარებული” ლოზუნგები უკვე არასერიოზულობის განცდას ქმნის და როგორც ერთ,  ჩვეულებრივ,  რიგით მოქალაქეს მიჩნდება კითხვა: როგორ უნდა დავუჯეროთ, როცა მათი მმართველობის დროს საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილი თავად ჩააბარეს რუსეთს? ზუსტად მათი მმართველობის დროს, საქართველოში შემოვიდა არაერთი მსხვილი რუსული კომპანია, სხვა ფინანსურ ინტერესებზე რომ აღარ ვილაპარაკოთ და ისინი პარალელურ რეჟიმში რუსეთს ოკუპანტებს უწოდებენ! მათი ლოზუნგიდან გამომდინარე, – “არა ანექსიას”, რუსთაველის გამზირდე ჩვენ რადიკალურად განსხვავებული შეკრება ვნახეთ. მათი მხრიდან, პარტიული ინტერესების გატარებას უფრო ვისმენდით, ვიდრე დაკარგულ ტერიტორიებზე წუხილს. რისი ნათელი მაგალითია აკაკი ბობოხიძის სიტყვები: “ჩვენი ინტერესია ივანიშვილის და ხელისუფლების გულის გახეთქვა”. ჩემი აზრით, ეს აქცია იმის დასტურია, რომ საქართველოში დემოკრატიული პროცესები თანმიმდევრულად მიმდინარეობს”, – აღნიშნა გურამ ადამაშვილმა.

news_45029“ამას საკმაოდ მარტივი ახსნა აქვს: სააკაშვილის ხელისუფლება თემურ ალასანიას მეშვეობით  მჭიდროდ იყო და არის დაკავშირებული რუსული სპეცსამსახურების მიერ კონტროლირებად ბიზნესთან, ხოლო მათი პროდასავლურობა მითია ამის დასაფარად”,  – მიაჩნია ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილეს, სანდრო ბრეგაძეს.

ექსპერტი სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში გოჩა ვერტიაკოვი, რომელიც ბოლო წლებია ამერიკაში იმყოფება, საკითხს განსხვავებულად უდგება და მიაჩნია, რომ საქართველომ რუსეთთან მტრული დამოკიდებულების პოლიტიკა თავიდანვე არასწორად აარჩია:

1926994_10202267844515221_1794565855_n1“სამწუხარო ფაქტია, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა და მისმა პოლიტიკურმა გუნდმა, როდესაც მოვიდნენ ხელისუფლებაში, ვერ მოახერხა სუფთა ფურცლიდან აეწყო ურთიერთობა მოსკოვთან. “ნაციონალურ მოძრაობაში” ყველას დაავიწყდა, რომ მათი გუნდი ხელისუფლებაში პრეზიდენტ პუტინის აქტიური მხარდაჭერით მოვიდა: მოსკოვიდან PR მენეჯერების ჩამოყვანა,  სააკაშვილის პირადი დაცვით უზრუნველყოფა,  პოლიტიკური მოლაპარაკებები შევარდნაძის ხელისუფლებასთან, ასევე ასლან აბაშიძის უსისხლოდ გადაყენებით… შეიძლება ითქვას, რომ პრეზიდენტმა პუტინმა მაშინ მკაფიო სიგნალები მისცა სააკაშვილის გუნდს, მაგრამ მოხდა ის, რისი გამოსწორებაც შემდეგი 50 წელიწადი გაგვიჭირდება. რაც შეეხება ბიზნესის და კაპიტალის შემოდინებას მოსკოვიდან, მე არ მგონია, რომ ეს იყოს რაიმე საფრთხის შემცველი საქართველოსთვის, ვინაიდან ბევრი ბიზნესის მიღმა ისევ ქართველი ემიგრანტები და ქართველი ბიზნესმენები დგანან. ანტირუსული რიტორიკა, რომელსაც ასე იყენებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრები, არის ჩვენი ქვეყნისთვის მიუღებელი, ვინაიდან მოსკოვთან დიალოგის გარეშე:

1.ჩვენ ვერ დავალაგებთ ურთიერთობას და დავასტაბილურებთ ეკონომიკას, რომელიც უნდა იყოს და ალბათ არის საქართველოს ხელისუფლების მთავარი ამოცანა;
2. ვერ შევაჩერებთ ანექსიას;
3. ვერ დალაგდება შიდა პოლიტიკური პროცესები, რომელიც დიდ გავლენას ავლენს ქვეყნის იმიჯზე და რეიტინგზე ბიზნესის განვითარების სფეროში, რაც თავისთავად მოახდენს გავლენას პირდაპირ ინვესტიციებზე.
4. ქვეყნის ნატოს და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურების გაერთიანების პერსპექტივებზე”, – აცხადებს ვერტიაკოვი.

news_24215ეკონომისტი ვაჟა ბერიძე კი, „კვირასთან“ საუბრისას წარსულს იხსენებს და აცხადებს, რომ საქართველოს სტრატეგიული ობიექტების გასხვისების პროცესი ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის პერიოდში დაიწყო, რაც განვითარებადი ქვეყნისთვის სავსებით მისაღებია. ეკონომისტი 15 ნოემბრის აქციას და საქართველოში რუსული ინვეტიციის შემოდინებას ერთმანეთს არ უკავშირებს. მისი თქმით, რაც უფრო მეტად გაიმიჯნება ეკონომიკა პოლიტიკასგან, უკეთესი იქნება. თუმცა, ვაჟა ბერიძე ამბობს, რომ რუსთაველის გამზირზე შეკრებილ საზოგადოებას აქციის მიზანდასახულობა უფრო მეტად უნდა ჰქონოდა გააზრებული.
„საქართველოს ეკონომიკა პოლიტიზირებული დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ გახდა. ქართული წიაღისეულისა და საწარმოების გადაცემა რუსული კაპიტალისთვის, საქართველოში რუსების დაფუძნება და ფუნქციონირება – ეს ყველაფერი მე, პირადად,  ქვეყნისთვის და მისი სუვერენიტეტისთვის სახიფათოდ არ მიმაჩნია.
ეს ტენდენცია იყო შევარდნაძის მმართველობის დროს, მაგრამ, ის უფრო მკაფიოდ გამოიხატა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის  პერიოდში. რუსებთან და რუს ბიზმესმნენებთან კავშირები გააქტიურდა. პრინციპში, ამაში მიუღებელი არაფერია. მაგრამ თუ, ეს  რაღაც გარკვეული დაფარული პროცესებია, ხელისუფლების წარმომადგენელთა კულუარული გარიგებებია და დაკავშირებულია არცთუ კანონიერი წარმოშობის კაპიტალთან, სადაც ქართული ეკონომიკის დიდი ნაწილის  ოფშერებში და დარეგისტრირებულ ფირმებში გადატანა ხდება, ეს  ქვეყნისთვის სახარბიელო არ არის.
რაც შეეხება, ამ ყველაფრის დაკავშირებას „არა ანაქესია“-სთან, ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა გავმიჯნოთ დამოკიდებულება რუსულ ბიზნესთან და რუსულ ოკუპაციასთან.
ვფიქრობ,  რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს უფლება შეარჩიოს ლოზუნგები. ეს არის თამაშის წესები, აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვისაუბროთ „ნაციონალურ მოძრაობის“ შეცდომებზე, გადაცდომებზე, მათი მმართველობის პერიოდში ჩადენილ კრიმინალზე, არ შეიძლება ხალხისთვის მისაღებ პოპულარულ ლოზუნგებს ამოეფარონ. უბრალოდ,  ხალხს უნდა ჰქონდეს რეალობის აღქმის შესაძლებლობა და სრულყოფილი წარმოდგენა მოვლენებზე. პროცესების გააზრებასა და გაცნობიერებაში მათ სწორედ მედია და ანალიტიკოსები უნდა დაეხმარონ “, – აღნიშნა ვაჟა ბერიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები