მსოფლიოში ტურისტებისთვის ყველაზე მხიარული ქალაქი გამოავლინეს

ტურისტულმა კომპანია GetYourGuide-მა ავიაბილეთების გაყიდვების კომპანია GoEuro-სთან ერთად ტურისტებისთვის მსოფლიოში  ყველაზე მხიარული ქალაქების რეიტინგი წარმოადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Independent -ი ავრცელებს.
რეიტინგის შესადგენად 17 საიტის გაანალიზება მოხდა, მათ შორის ისეთი ცნობილი საიტების, როგორებიცაა TripAdvisor და Yelp. რეიტინგის ფარგლებში 1800 ქალაქი მათი რესტორნების, ბარების და ღირსშესანიშნაობების ხარისხით შეფასდა.
მსოფლიოში ტურისტებისთვის ყველაზე მხიარული ქალაქის წოდება ბერლინმა მიიღო. გერმანიის დედაქალაქი იაფი ლუდის და ბარების კარგი მუშაობის გამო გამოარჩიეს. რეიტინგში მეორე ადგილი ლონდონმა თავისი ღამის კლუბების და საუკეთესო კონცერტებისთვის დაიკავა. მხიარული ქალაქების სამეულს საფრანგეთის დედაქალაქი პარიზი ასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები