მშობიარობისას დაღუპული ქალბატონის ქმარი მომაკვდავი ახალშობილის გადარჩენას სიმღერით ცდილობდა (ვიდეო)
ინტერნეტში სულისშემძვრელი ვიდეო გავრცელდა, სადაც მამა მშობიარობისას მეუღლის დაღუპვის შემდეგ, მომაკვდავი ახალშობილის გადარჩენას სიმღერით ცდილობს.ახალშობილი ლენონის დედა ეშლი მშობიარობის შემდეგ მოულოდნელად, ძილში გარდაიცვალა.
„წარმოუდგენლად ძნელია ჩემი ცხოვრების უკანასკნელი მოვლენების შეჯამება გავაკეთო. ჩემი ცოლი, ჩემი საუკეთესო მეგობარი და ჩემი ბავშვის დედა გარდაიცვალა. მე წინ მთელი ცხოვრება მაქვს, რომ მისი სიკვდილი ვიგლოვო. მაგრამ ახლა მინდა, რომ ჩვენ ბიჭზე ლენონ ჯეიმს პიკოზე ვიზრუნო“, – დაწერა კრის პიკომ ეშლის მოსაგონარი ფონდის საიტზე.
ახალშობილი ძალიან სუსტი იყო და ექიმებს მისი ტვინის სუსტი აქტივობა აშინებდა, ამიტომაც მუდმივად კოტროლის ქვეშ ჰყავდათ. ბავშვის მდგომარეობა არ უმჯობესდებოდა და მაშინ კრისმა ექიმებს სთხოვა ვაჟისთვის გიტარაზე სიმღერის უფლება მიეცათ. ფეხმძიმობისას კრისის მეუღლე ეშლი ამბობდა, რომ ბავშვი მუცელში მოძრაობას მუსიკის გაგონებისას იწყებდა. კრისს იმედი ჰქონდა, რომ მუსიკა პატარას ძალებს მისცემდა.
კრისი ახალშობილის საწოლს ერთი წუთითაც არ სცილდებოდა და მუდმივად უმღეროდა. ერთი კვირის შემდეგ პატარა ლენონი გარდაიცვალა.
„ძვირფასო მეგობრებო, ახლობლებო და ყველა, ვინც მთელი ეს დრო მამხნევებდით . ჩემთვის წარმოუდგენლად ძნელია ამ სტრიქონების წერა. ჩემმა პატარა მებრძოლმა, ლენონ ჯეიმს ფრანკომ თავისი მამის ხელებზე გუშინ ღამით სამუდამოდ დაიძინა. ის ოჯახის, მეგობრების და მედპერსონალის გარემოცვაში იმყოფებოდა, რომლებმაც ის ძალიან შეიყვარეს. მას ის კომბინიზონი ეცვა, რომელიც ერთ დროს ეშლიმ უყიდა. მე ღმერთის მადლიერი ვარ იმისთვის, რომ მთელი ამ დღეების მასთან გატარება შევძელი. ახლა მისი დედა ალბათ ბედნიერია, როცა მას თავის გვერდით, ზეცაში იხილავს. მე ის მიყვარდა, როდესაც ის დაბადებულიც კი არ იყო. ახლა კი როცა დავინახე მისი პატარა სახე, შევეხე მას, მოვისმინე მისი ტირილი, უკანასკნელად დავიჭირე ხელებში – მე ის მთელი დარჩენილი ცხოვრების მანზილზე მეყვარება. მერწმუნეთ, ყველაფერი რაც თქვენ გჭირდებათ – ეს სიყვარულია“, – წერს მგლოვიარე მეუღლე და მამა.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=rHaXgYa3Xe4″ width=”560″ height=”315″]