ნატოს გენერალური მდივანი: კონფლიქტი დონბასში სამხედრო გზით არ უნდა მოგვარდეს

 

     უკრაინის კონფლიქტი სამხედრო ჩარევით არ უნდა გადაწყდეს, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გაზეთ „კორიდ დელა სერასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„უკრაინა ნატოში არ შედის და ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს კონფლიქტი არ შეიძლება სამხედრო გზით მოგვარდეს. ჩვენ რუსეთს უკრაინული საზღვრების პატივისცემის მოთხოვნით მივმართავთ. გარდა ამისა, ვითხოვთ, რომ მან არ გაუწიოს დახმარება სეპარატისტებს, რადგან ეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას საფრთხის წინაშე აყენებს. ნატო მხარს უჭერს და დაუჭერს ქვეყნის სრულ ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.
გარდა ამისა, სტოლტენბერგის თქმით, მოსკოვმა ბოლო წლის განმავლობაში საკუთარი სამხედრო აქტივობა 3-ჯერ გაზარდა. „და ჩვენ 4-ჯერ გავაფართოვეთ ჩვენი ოპერაციები და სადამკვირვებლო საქმიანობა. ჩვენ გავაძლიერეთ ჩვენი სწრაფი რეაგირების ჯგუფი, რომლის მზადყოფნა ახლა იმაზე უფრო მაღალ დონეზეა, ვიდრე ეს „ცივი ომის“ დროს იყო“, – განაცხადა გენერალურმა მდივანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები