რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკური თავშესაფარი უკრაინაში მიიღო

რუსმა ოპოზიციონერმა ალექსეი ტესლენკომ და მისმა ოჯახმა უკრაინაში დევნილების სტატუსი მიიღეს. ოპოზიციონერ აქტივისტს რუსეთში დევნიან, სისხლის სამართლის საქმე ტესლენკოს წინააღმდეგ უკრაინის მიგრაციის სამსახურმა პოლიტიკურად აღიარა, – წერს „კასპაროვ.რუ“. დევნილად აღიარება ნიშნავს იმას, რომ ტესლენკოს და მის ოჯახს უკრაინის ტერიტორიაზე ლეგალურად ცხოვრებისა და მუშაობის უფლება აქვს.
ტესლენკოს თქმით, მის საქმეში მონაწილეობა მთავრობის ერთ-ერთმა წევრა მიიღო, რომელმაც უკრაინის მიგრაციის სამსახურში ოფიციალური მოთხოვნა გააგზავნა. აქტივისტის მოსაზრებით, ამან გარკვეული როლი ითამაშა მისთვის დევნილის სტატუსის მინიჭებაში.
შეგახსენებთ, რომ ანდრეი ტესლენკო, მისი მეუღლე ტატიანა და წლინახევრის შვილი ლესანა რუსეთიდან უკრაინაში მას შემდეგ დავიდნენ საცხოვრებლად, რაც ანდრეის წინააღმდეგ სოციალურ ქსელში რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ კრიტიკული პოსტის გამო სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები