პუტინი დავოსში ფორუმზე არ ჩავა

ვლადიმერ პუტინმა 2015 წლის იანვარში დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მუშაობაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ პუტინის პრესმდივნის ინფორმაციაზე დაყრდნობით გაზეთი „ვედომოსტი“ იუწყება. ამასთან. პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის თქმით, მოწვევა ფორუმზე ვლადიმერ პუტინმა მიიღო.
ბოლოს ვლადიმერ პუტინი ეკონომიკურ ფორუმზე დავოსში 2009 წელს, პრემიერ-მინისტრის რანგში იმყოფებოდა. მაშინ მან გლობალური ეკონომიკური კრიზისადმი მიძღვნილი სიტყვა წარმოთქვა.
შეგახსენებთ, გლობალური ეკონომიკური ფორუმი შვეიცარული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც დავოსში ყოველწლიური შეხვედრების ორგანიზებითაა ცნობილი. შეხვედრებზე წამყვან პოლიტიკურ ლიდერებს, ბიზნესმენებს, ჟურნალისტებს იწვევენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები