„ხალიფატის“ მეთაური ცოცხალია და მსოფლიო ჯიჰადის მოწოდებას ავრცელებს

ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური ხალიფატის“ მეთაური აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი ვიდეო-მიმართვით გამოვიდა, სადაც ყველა თანამოაზრეს საყოველთაო ჯიჰადისკენ მოუწოდა. ამ ინფორმაციას „BBC News„-ი ავრცელებს. ალ-ბაღდადის საუბრის 17 წუთიანი აუდიო-ჩანაწერი მას შემდეგ გავრცელდა, რაც ინტერნეტში მისი გარდაცვალების შესახებ ხმები გავრცელდა. თავის გამოსვლაში ალ-ბაღდადი აცხადებს, რომ აშშ-ს სამხედრო კამპანია ერაყსა და სირიაში „ისლამური ხალიფატის“ წინააღმდეგ მარცხს განიცდის. მან ყველა მხარდამჭერს მოუწოდა „ აანთონ ჯიჰადის ვულკანი მთელ მსოფლიოში“ და საუდის არაბეთს ერთ-ერთი ის ქვეყანა უწოდა, რომელშიც მალე ხალიფატის ძალაუფლება უნდა გავრცელდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები