ლატვიაში რუსეთთან მიერთების აგიტაცია მიდის
ლატვიის აღმოსავლეთ რეგიონებში გამოჩნდნენ აქტივისტები, რომლებიც რუსეთთან მიერთების შესახებ მოწოდებებს ავრცელებენ. ინფორმაციას ამის შესახებ ლატვიის გამოცემა „დიენა“ ავრცელებს.
ლატვიის და რუსეთის საზღვარზე ერთ-ერთი პროვინციის დუმის თავმჯდომარის გუნარს უპენიექსის თქმით, ლატგალიაში (ლატვიის აღმოსავლეთ ნაწილში) აქტივისტები გამოჩნდნენ, რომლებიც სახლებში, სკოლებში და საზოგადოებრივ დაწესებულებებში დადიან და ბუკლეტებს ავრცელებენ. გარდა ამისა, ისინი რუსეთთან შეერთების შესახებ აგიტაციას ატარებენ.
„მე განვიხილე ეს საკითხი კოლეგებთან სხვა ოლქების თვითმმართბელობებიდან. მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ჩარევის საშუალება. მე არ ვიცი სად იყურება უსაფრთხოების პოლიცია“, – განაცხადა უპენიექსმა.