ლავროვის უწყება – რუსეთი ჰუმანიტარული დახმარების მორიგ პარტიას უკრაინას 14 ნოემბერს გაუგზავნის

ჰუმანიტარული დახმარების მორიგი კოლონა რუსეთიდან უკრაინაში 14 ნოემბერს დაიძრება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს. უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა კიევს ამ საკითხში ხელის შეწყობა სთხოვა.
„უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით ძალზედ რთული ჰუმანიტარული სიტუაციის გათვალისწინებით, რუსული მხარე უკრაინულ მხარესთან ურთიერთქმედებით რეგიონში დონეცკის და ლუგანსკის ოლქების მოსახლეობისთვის მორიგ, უკვე მე-7 ჰუმანიტარულ კოლონას აგზავნის“, – განაცხადა ლუკაშევიჩმა. მან აღნიშნა, რომ გაგზავნილი იქნება 82 სატვირთო მანქანა. ჰუმანიტარული დახმარების საერთო წონა 625 ტონა იქნება. დახმარება პროდუქტებს, მედიკამენტებს, სამშენებლო მასალებს შეიცავს.
„ჩვენ უკრაინულ მხარეს ოფიციალურად მივმართეთ თხოვნით ტვირთის გაშვებაში, მათ შორის უსაფრთხოების საკითხების მოგვარებაში ხელი შეგვიწყოს. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან ურთიერთქმედებების იმედი გვაქვს“, – განაცხადა ლუკაშევიჩმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები