კადიროვი „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის თარხან ბათირიშვილის ლიკვიდაციაზე საუბრობს
ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის თარხან ბათირიშვილის, იგივე ომარ აშ შიშანის მოკვლის შესახებ აცხადებს. როგორც კადიროვმა „ინსტაგრამში“ დაწერა, „ისლამის მტერი, თარხან ბათარიშვილი მოკლულია“.
„ეს მოუვა ყველას, ვისაც თავში მოუვა, რომ რუსეთს და ჩეჩენ ხალხს დაემუქროს. ეს მიუვა ყოველ ადამიანს, რომელიც მუსლიმების სისხლს დაღვრის“, – დაწერა კადიროვმა.
მანამდე ინტერნეტში ვიდეორგოლები გავრცელდა, რომელზეც ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს ომარ აშ შიშანს უწოდებდა და სირიაში ერთ-ერთი მსხვილი დაჯგუფების მეთაურად აცხადებდა, რუსეთს ემუქრებოდა. კერძოდ, ის აცხადებდა, რომ საკუთარ ჯართან ერთად კავკასიაში ჩასვლას რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების დაწყებას აპირებდა. ამის საპასუხოდ კადიროვმა განაცხადა, რომ აშ შიშანი რუსეთამდე ვერ მიაღწევს და იქ იქნება ლიკვიდირებული, საიდანაც აჟღერებდა საკუთარ მუქარას.
შეგახსენებთ, რომ დასავლური მედიის ინფორმაციით, ომარ აშ-შიშანი (თარხან ბათირაშვილი) 2013 წლის ზაფხულიდან „ალ ქაიდას“ ერთ-ერთ ტერორისტული ორგანიზაციის „ისლამური სახელმწიფოს“ მეთაურია. აშშ-ში ბათირაშვილი განსაკუთრებულად საშიში ტერორისტების სიაში მოხვდა. სექტემბრის ბოლოს თარხან ბათირაშვილის მამამ თემურ ბათირაშვილმა, რომელიც პანკისის ხეობაში ცხოვრობს, კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, რომ მის შვილს „ალ ქაიდას“ ლიდერობა შესათავაზეს.
„ღმერთმა დაიფაროს ჩემი შვილი ამისგან, მაგრამ მან თავად აირჩია ეს გზა და მისგან გადახვევა არ შეუძლია“, – განაცხადა ბათირაშვილის მამა. მან მოყვა იმის შესახებ, რომ მისი შვილი თარხანი ქართული არმიის სამხედრო იყო, შემდეგ ის სათადარიგო ჯარისკაცად აქციეს. „სამსახური ვერ იშოვა. რამდენიმე წლის წინ ჩვენთან სახლში ათობით სამხედრო და პოლიციელი შემოიჭრა და „იპოვა“ საწოლის ქვეშ ტყვიებით სავსე ყუთი. შვილი დააპატიმრეს და ციხეში ჩასვეს. შემდეგ ის ამნისტიით გამოვიდა ციხიდან და საზღვარგარეთ წავიდა. იმის შემდეგ მე ის არც ერთხელ არ მინახავს და არც მილაპარაკია მასთან“, – განაცხადა ბათირაშვილმა.