მსოფლიოს პოლიტიკოსების 7 სამარცხვინო და სასაცილო ვიდეო
ბოლო დროს ჩინეთში გახმაურებულ პუტინის ქცევას „შემოსაცმელთან“ დაკავშირებით დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ამიტომ გამოცემა „თაიმი“ პირველი პირების სხვა სასაცილო კურიოზებსაც იხსენებს.
1. ჯორჯ ბუში და ანგელა მერკელი
2006 წელს სანქტ-პეტერბურგში „დიდი რვიანის“ სამიტზე, აშშ-ს პრეზიდენტი ჯორჯ ბუში უეცრად გერმანიის კანცლერთან – ანგელა მერკელთან მივიდა და რამდენიმე წუთით ფაქტობრივად მხრებზე ჩაებღაუჭა. „ფრაუ“ გაოგნდა და თავი უხერხულად იგრძნო.
ამ ფაქტთან დაკავშირებით დასავლურ მედიას გაახსენდა პუტინის საქციელი, როდესაც მან პატარა ბავშვს მუცელში აკოცა.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=eTQY1Aw9zcs” width=”560″ height=”315″]
2. ნიკოლა სარკოზი და ვლადიმერ პუტინი
2007 წელს „დიდი რვიანის“ სამიტზე მყოფმა საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ პრესკონფერენციაზე დააგვიანა, მიზეზად კი „მისიე“ პუტინთან გრძელი საუბარი“ მოიყვანა. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტი აშკარად არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ის ბარბაცებდა, უადგილოდ ხითხითებდა, იპრანჭებოდა და არ იცოდა, საუბარი როგორ დაეწყო.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=c72swYTisvY” width=”560″ height=”315″]
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=g1HCFHjLndQ#t=15″ width=”560″ height=”315″]
3. ბორის ელცინი
რუსეთის ფედერაციის პირველი პრეზიდენტი ყველაზე კარგად „ერთობოდა“. ნამდვილად კარგად გამოსდიოდა „გართობა“. რა თქმა უნდა, მის თანამემამულეებს ეს არცთუ ისე ახარებდა.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=R-z9wfueMAw” width=”560″ height=”315″]
4.ბილ კლინტონი
ქვეყნის მმართველობა მოსაწყენი რამ არის. ყოველ შემთხვევაში ბილ კლინტონს მარტინ ლუთერ კინგის დღეს აღვლენილი ქადაგების დროს ჩაეძინა.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=hMXt4o826ZY” width=”560″ height=”315″]
5. ჯორჯ ბუში – უფროსი
ზოგჯერ ხდება, რომ პირველ პირებს კუჭის პრობლემები აქვთ. ასე მოხდა, მაგალითად, 1992 წელს, იაპონიის პრემიერთან კიიჩი მიდიავუსთან სტუმრობის დროს. ჯორჯ ბუშმა ვახშამზე გული აერია და გონება დაკარგა.
6.ჯერალდ ფორდი
აშშ-ს პრეზიდენტი, რომელიც ამ სტატუსს მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში ატარებდა, ხალხს დაამახსოვრდა იმით, რომ 1975 წელს თვითმფრინავიდან ჩამოსვლისას სველ კიბეზე ფეხი დაუცურდა და პირდაპირ ფედერალურ კანცლერს ბრუნო კრაისკს ფეხებში ჩაუვარდა. მოგვიანებით უკვე საკუთარ ქვეყანაში – მიჩიგანში ტრაპზე ასვლისას ფეხი დაუცურდა. საბედნიეროდ, არც ერთი შემთხვევისას პრეზიდენტი არ დაშავებულა.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=XnOnDatqENo” width=”560″ height=”315″]
7.სილვიო ბერლუსკონი
ამ პიროვნების ყველა სამარცხვინო ფაქტებს არ გავიხსენებთ, მხოლოდ ერთს გამოვყოფთ, რომელიც კარგად დაამახსოვრდათ ამერიკელებს.
მაშინ, როდესაც აშშ-ში პრეზიდენტს ირჩევდნენ, იტალიის პრემიერი მოსკოვში იმყოფებოდა და პირველ შავკანიან პრეზიდენტზე განაცხადა, რომ ის „ლამაზი, გარუჯული და ახალგაზრდაა“.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=5bJZKCps6bw” width=”560″ height=”315″]