რუსეთი აშშ-ს პირველი ნაბიჯის გადადგომას სთავაზობს

რუსულ-ამერიკული ურთიერთობების გასაუმჯობესებლად პირველი ნაბიჯი აშშ-მ უნდა გადადგას. ამის შესახებ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა. „ბი-ბი-სის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ეს განცხადება მედვედევმა ბირმაში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სამიტის დასრულებისას აშშ-ს პრეზიდენტთან ბარაკ ობამასთან საუბრის შემდეგ გააკეთა.
ამ საუბრის შინაარსი მედვედევმა ლაკონურად აღწერა: „ჩვენ, ბუნებრივია, საუკეთესო სურვილები გადავუცვალეთ ერთმანეთს, მოვიკითხეთ ოჯახები. არანაირი სრულყოფილი საუბარი ისეთ ღონისძიებაზე, როგორიც სამიტია, ბუნებრივია, არ იყო“.
აშშ-სთან ურთიერთობაზე მედვედევმა პრესასთან ისაუბრა. „იმის მაგივრად, რომ უზარმაზარი რაოდენობის გამოწვევების პირობებში, რაც არის – მსოფლიო ფინანსების საერთო არასტაბილურობა, მსოფლიო ეკონომიკის განვითარების იმპულსების უკმარისობა, ტერორისტული საფრთხე – „ისლამური სახელმწიფო“, ებოლას ვირუსი, – იმის მაგივრად, რომ კონცენტრაცია ამ ყველაფერზე მოვახდინოთ, დაკავებულები ვართ სხვა რაღაცეებით“, – განაცხადა მედვედევმა. მედვედევით აზრით, იმისთვის, რომ ყველა პრობლემა მოგვარდეს, „საჭიროა უბრალოდ სანქციებზე ითქვას უარი“. როდის შეიძლება ეს მოხდეს, მედვედევმა არ იცის. მან აღნიშნა, რომ ეს არ არის დამოკიდებული რუსეთზე, რადგან სანქციები მოსკოვს არ დაუწესებია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები