„ევროკავშირში ჭეშმარიტი დემოკრატია აღარ არსებობს“
ფრაქცია „პუტინის მეგობრების“ შემქმნელი მათეო სალვინი – ბრიუსელთან და მიგრანტებთან ბრძოლის შესახებ
მსხვილმა დასავლურმა მემარჯვენე პარტიებმა ყირიმის რუსეთთან მიერთება დადებითად შეაფასეს. ოქტომბერში კი პარტია „ჩრდილოეთის ლიგა“ იტალიის პარლამენტში სადეპუტატო ჯგუფ „პუტინის მეგობრების“ შექმნის ინიციატივით გამოვიდა. ჯგუფი ანტირუსული ეკონომიკური სანქციების გაუქმებისკენ გამოდიოდა. „ჩრდილოეთის ლიგის“ გენერალურმა მდივანმა მათეო სალვინიმ, რომელიც ცოტახნის წინ მოსკოვში იყო ჩასული, „ლენტა. რუს“ იმაზე ესაუბრა, თუ რისთვის და რის წინააღმდეგ იბრძვის მისი პარტია პოლიტიკურ არენაზე და რით არის გამოწვეული მისი ორიენტაცია რუსეთისკენ და პრეზიდენტ პუტისკენ.
„ჩრდილოეთის ლიგა“ იტალიაში ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, რომელმაც ყირიმში რეფერენდუმი აღიარა. გარდა ამისა, პარტია ვენეციის მოსახლეობის დამოუკიდებლობისკენ სწრაფვასაც უჭერს მხარს. რაც შეეხება უკრაინას, „ჩრდილოეთის ლიგამ“, სალვინის მტკიცებით, კარგად იცის, რომ მაიდანზე თებერვალში ძალადობრივი აქცია გაიმართა, რომლის შედეგად დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი და მთავრობა დაამხეს. ეს მოხდა იმიტომ, რომ ინტერნაციონალური ძალები რუსეთის და მასთან ერთად ევროპის დასუსტებაში არიან დაინტერესებულნი.
„უკრაინა, ჩვენი აზრით, ევროკავშირში არ უნდა გაწევრიანდეს, რადგან კავშირი მოცემული სახით უუნაროა. ბრიუსელს ისეთ პრობლემებთან გამკლავება არ შეუძლია, როგორებიც უმუშევრობა, მიგრაცია, სუვერენიტეტის და დემოკრატიის როლის შესუსტებაა საჭირო. ევროკავშირის სტრუქტურის შეცვლა და მოსკოვთან მეგობრული ურთიერთობების დამყარება. ჩვენ საზღვარგარეთიდან დაფინანსებულ უკრაინულ რეჟიმს მხარს არ ვუჭერთ“, – განაცხადა სალვინიმ.
რაც შეეხება სანქციებს, „ჩრდილოეთის ლიგამ“ ეგრევე მათ მყარი „არა“ უთხრა. „ჩვენ ამის შესახებ რომში და ბრიუსელში ვაცხადებდით. ის, რომ ჩვენი პოზიცია ამ საკითხისადმი შეუცვლელია, ჩვენ პუტინთან შეხვედრების დროს მილანში 7 ოქტომბერს აღვნიშნეთ, შემდეგ კი მოსკოვში სახელმწიფო დუმაში ვიზიტისას განვაცხადეთ“, – თქვა სალვინიმ.
როგორც დეპუტატი ამბობს, ლომბარდიის რეგიონალურმა საბჭომ ფრაქცია „ჩრდილოეთის ლიგის“ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაგმობის შესახებ დოკუმენტს მხარი დაუჭირა.
გარდა ამისა, იტალიის პარლამენტში შექმნილია ჯგუფი „პუტინის მეგობრები“. ყველა დეპუტიტსთვის, რომელიც „ჩრდილოეთის ლიგის“ პოზიციას იზიარებს, ჯგუფის კარი ღიაა. სალვინის თქმით, იტალიის პარლამენტში საკმაო დეპუტატია, რომელიც „ლიგას“ არ მიეკუთვნება, თუმცა მის მოსაზრებებს იზიარებს და საკუთარი პარტიების ანტირუსულ იდეებს არ ეთანხმება. თუმცა, სალვინის თქმით, ეს პოზიციები მხოლოდ სიტყვიერად გამოიხატება, ქმედებების განხორციელება კი დეპუტატებს ეშინიათ. „ლენტა. რუ“-სთან უნტერვიუსას მათეო სალვინიმ ასევე ჩრდილოეთი აფრიკიდან მიგრაციის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ევროკავშირი არალეგალური და ფარული მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაში იტალიის მთავრობას არ ეხმარება.