კატალონიის მოსახლეობამ ხმა ესპანეთისგან გამოყოფას მისცა

კატალონიაში წინასწარი შედეგების თანახმად, არაფორმალურ გამოკითხვაში მონაწილე მოქალაქეთა 80 % -ზე მეტმა პროვინციის ესპანეთისგან დამოუკიდებლობას მისცა ხმა. ხმის მიცემის სიმბოლურ პროცედურაში, რომელსაც იურიდიული ძალა არ აქვს, მონაწილეობა 5,4 მილიონი მოქალაქისგან, რომელთაც ხმის უფლება აქვთ, 2,25 მილიონმა კატალონიელმა მიიღო.
კატალონიის ლიდერმა არტურ მასმა სიმბოლური რეფერენდუმი „სრულ წარმატებად“ მოიხსენია. ესპანეთის მთავრობამ კი, რომელიც არაფორმალური გამოკითხვის წინააღმდეგი იყო, ხმის მიცემის პროცედურას უნაყოფო და უაზრო, არადემოკრატიული სავარჯიშო უწოდა.
კატალონიის მოსახლეობას დაუსვეს კითხვა, სურთ თუ არა მათ კატალონიის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ხილვა.
შეგახსენებთ, რომ კატალონია რეალური რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავდა, თუმცა შემდეგ ამ იდეაზე უარი ითქვა, რადგან ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ, ესპანეთის მთავრობის მიმართვის შემდეგ რეფერენდუმის ჩატარებაზე დეკრეტის მოქმედება 5 თვით დაბლოკა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები