ვორონეჟთან წითელი არმიის 300 მებრძოლის ნეშტი აღმოაჩინეს

ვორონეჟთან სამამულო ომის პერიოდში დაღუპული წითელი არმიის 300 მებრძოლის ნეშტი აღმოაჩინეს. ამის შესახებ რეგიონალური საძიებო გაერთიანება „დონი“ აცხადებს. სამამულო ომის წლებში ვორონეჟისთვის ბრძოლებში გერმანელებმა და მათმა მოკავშირეებმა 320 000 ჯარისკაცი და ოფიცერი დაკარგეს. ისტორიკოსების მონაცემებით, 26 გერმანული დივიზია განადგურდა, ტყვეების რაოდენობა კი იმაზე მეტი იყო, რაც სტალინგრადთან. საბჭოთა ჯარების ზუსტი დანაკარგი ამ დრომდე უცნობია.
გაერთიანება „დონი“ საძიებო სამუშაოებს 2014 წლის 3 ნოემბრიდან 9 ნოემბრამდე ახორციელებდა.
„6 დღის განმავლობაში საძიებო გაერთიანება „დონმა“ აღმოაჩინა და ექსჰუმაცია ჩაუტარა დაახლოებით 300 დაღუპულ სამხედროს. აღმოჩენილია მედალიონები, პარაშუტისტის ნიშნები, სხვა ნივთები. მოცემულ დროში მიმდინარეობს იდენტიფიკაციაზე მუშაობა“, – ნათქვამია შეტყობინებაში.

10754886_865869883453251_533280738_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები