ნიგერიაში სკოლის აფეთქების დროს 48 მოსწავლე დაიღუპა

ნიგერიის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით, ქალაქ პოტისკუპში, სკოლასთან აფეთქების შედეგად 48 მოსწავლეზე მეტი დაიღუპა. ტერიტორიაზე, სადაც სკოლის კრება მიმდინარეობდა, ბომბი აფეთქდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „აპი“ ავრცელებს.
„ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, ტერაქტი დაჯგუფება „ბოკო ჰარამის“ კამიკაძემ მოაწყო, რომელსაც „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებთან მჭიდრო კავშირი აქვს. ერთ-ერთი მასწავლებლის თქმით, აფეთქება დილის 8 საათზე მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები