კირა ნაიტლი ესთეტიკური ფაშიზმის წინააღმდეგ

ცნობილი მსახიობი კირა ნაიტლი თანამედროვე შოუბიზნესში ფოტოების დამუშავებისას რეტუშის საყოველთაო გამოყენების წინააღმდეგ ილაშქრებს. მისი აზრით, ეს ტენდენცია მნახველში რეალობის აღქმას სპობს და სუროგატულ, არარსებულ იმიჯებს ქმნის.
„მიმაჩნია, რომ ქალის სხეული ამ ყველაფერში ბრძოლის ველია, და ნაწილობრივ ეს ფოტოგრაფიის ბრალიცაა“, – განაცხადა კირამ ჟურნალ Interview-სთან საუბრისას.
ფოტოგრაფ პატრიკ დემარშალიეს ობიექტივის წინ გაშიშვლებას მსახიობი ერთი პირობით დათანხმდა: თუ მისი ფოტოები რეტუშის სასტიკ იარაღებს გადაურჩებოდა. კირას განსაკუთრებული პრეტენზია მკერდის გადიდებაზე ჰქონდა, რადგან Chanel-ის სარეკლამო კამპანიისას, ფილმ „მეფე არტურის“ პრომოპოსტერებში, რეტუშის ოსტატებმა მისი მკერდი შეუბრალებლად დაბერეს. „ამის გაცხადება მართლაც მნიშვნელოვანია – რეალურად, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, როგორი ფიგურა გაქვთ, რადგან მას თავის ნებაზე ძერწავენ“. კირა ამბობს, რომ თანამედროვე სამყაროში ფოტოგრაფიის წყალობით კულტივირებულია ირეალური, მიუწვდომელი იდეალები, რომლებიც ერთი შაბლონითაა მოჭრილი. ამის ფონზე კი, სულ უფრო და უფრო რთული ხდება ადამიანის სხეულის ფიგურისა და ფორმების მრავალფეროვნების აღქმა.

10754892_10152520697044779_323948034_n

10805044_10152520697039779_1326969835_n

10805259_10152520696939779_1130007233_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები