სოროსის და კასპაროვის განცხადებები – ბოლო გაფრთხილება პუტინს
უკრაინული მედია პუტინის ღია განადგურების გეგმების შესახებ წერს მასალაში, სადაც ჯორჯ სოროსის და გარი კასპაროვის გულწრფელ განცხადებებზე საუბრობს. „კიევის მაიდანზე შეკრებილი ხალხი იანუკოვიჩმა პუტინის ბრძანებით დახვრიტა“. ეს განცხადება, გამოცემა „ობოზრევატელის“ მტკიცებით, ჯორჯ სოროსმა გააკეთა. „ობოზრევატელის“ ინფორმაციით, ასეთი ბრალდება – პუტინისთვის და იანუკოვიჩისთვის საერთაშორისო ტრიბუნალზე მომავალი სასჯელის საფუძველი იქნება. „ობოზრევატელი“ წერს, რომ მსოფლიო ელიტა ამაზე უკვე თანახმაა.
გამოცემა ასევე რუსი ოპოზიციონერის გარი კასპაროვის განცხადებების შესახებ აღნიშნავს. “ობოზრევატელის“ ინფორმაციით, კასპაროვმა განაცხადა, რომ ყირიმის და სხვა ტერიტორიების ანექსია პუტინმა 2015 წელს დაგეგმა, და 2014 წელს ანექსია წინასწარ დამუშავებული გეგმის თანახმად განხორციელდა. გამოცემის მტკიცებით, უკვე ერთ კვირაში, რუბლის კურსის დაცემასთან და ჩვეული შემოსავლის არ არსებობასთან დაკავშირებით რუსი ხალხი პანიკაში ჩავარდება
გარდა ამისა, კასპაროვმა გააჟღერა მიზეზები, თუ რატომ არის ევროპა რბილი რუსეთის მიმართ.
„ასე იმიტომ ხდება, რომ პუტინს წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი უკრაინის მთელი სამხრეთ-აღმოსავლეთის ანექსია. მაგრამ მისი გეგმა ჩაიშალა. სტიქიურად გაჩენილმა მაიდანმა ჩაშალა ეს გეგმა. პუტინმა იანუკოვიჩს ხალხის დახვრეტა უბრძანა. იანუკოვიჩი რუსეთში გაიქცა, ტერიტორიის ანექსიის გეგმა კი მიმდინარე წელს უნდა განხორციელებულიყო. ახლა პუტინის ამ გეგმების გამო ხალხი იტანჯება, რომელიც მან უკრაინელების წინააღმდეგ აამხედრა. რას ნიშნავს ეს განცხადებები თავად პუტინისთვის? წრე მის გარშემო ვიწროვდება. არანაირი სივრცე მანევრებისთვის არ არის. არანაირი გაყინული კონფლიქტი არ გამოვა“, – განაცხადა კასპაროვმა.
„პუტინს ორი გამოსავალი აქვს – ან ღია აგრესია და სრული განადგურება გარედან, რომელიც რუსეთს მის ტერიტორიაზე რეალური ომით ემუქრება, ან სრული უკან დახევა და ტერიტორიების გათავისუფლება, რაც შეცდომის აღიარების ტოლფასია, ეს კი რეალური გარანტიების გარეშე დასავლეთის ზეგავლენის ქვეშ ძალაუფლებაზე ნებაყოფლობითი უარის თქმაა. რა თქმა უნდა ახალბედა ჰიტლერი, რომელიც ათასობით ადამიანს სიკვდილის მიზეზი გახდა და რომელმაც მსოფლიო მესამე მსოფლიო ომის ზღვარზე დააყენა, ომის გაგრძელებას აირჩევს… და ეს, რა თქმა უნდა, ბოროტ ხუმრობად დაუბრუნდება. ასეთი გზის ბოლოს არ შეიძლება იყოს არანაირი გამარჯვება… სანქციების გაძლიერება რუსეთის ეკონომიკას სამუდამოდ გაანადგურებს. ეს რუსეთის სრული დაშლის წინაპირობას შექმნის.რეგიონები, რომლებსაც აქვთ პრეტენზია მომავალ ავტონომიაზე, რუსეთს პირველები გამოეყოფიან. ვინც პირველი გამოეყოფა – ისინი, საბოლოო ჯამში, რეალურ დამოუკიდებლობას მიიღებენ“, – აღნიშნა კასპაროვმა.
პოლიტიკოსის თქმით, პუტინს ბოლო არჩევანი დარჩება – ან საკუთარი უახლოესი გარემოცვის მსხვერპლი გახდეს, ან იანუკოვიჩის მსგავსად გაიქცეს.