TOP სამი სექსუალურად ყველაზე აქტიური და პასიური ზოდიაქოს ნიშანი

     საიმისოდ, რომ ადამიანის სექსუალური პოტენციალის შესახებ ვიმსჯელოთ, ზოგად სტატისტიკასთან ერთად , აუცილებელია ვიცოდეთ ამ უკანასკნელის ზუსტი პირადი რუკა და პლანეტების კომბინაცია მის ნათალურ ჰოროსკოპში. თუმცა, თუკი ამ ჭრილით დავიწყებთ თემის განხილვას დამეთანხმებით, რომ ერთი და ორი სტატია ნამდვილად არ ეყოფა ჩვენს საუბარს. დღეს მინდა ზოგადი ასტროლოგიური სტატისტიკა შემოგთავაზოთ იმის შესახებ, თუ კონკრეტულარ რომელი ნიშნები გამოირჩევიან განსაკუთრებული ტემპერამენტითა და რომელ ნიშნებს ახასიათებთ პირიქით – გარკვეული პასიურობა სექსუალური კუთხით.
როგორც ასტროლოგებს მიაჩნიათ, სექსუალური ენერგიის განსაკუთრებულ სიჭარბეს მორიელები, თხის რქები და კუროები ავლენენ. ამასთან ერთად, ეს მოთხოვნილებები ხშირად ვიზუალური იმიჯის მიხედვით სულაც არ ვლინდება. შესაბამისად, არ უნდა აგვერიოს ერთმანეთში ჯანსაღი სექსუალური მადა და “მონადირის ინსტიქტი”, რომელიც როგორც ქალებში, ისე მამაკაცებში ხშირად ვლინდება და სხვა არაფერია, თუ არა თავისთვის (და გარშემო მყოფებისთვის) იმის დამტკიცების მცდელობა, რომ პარტნიორების ცვლით საკუთარი თვითშეფასება აიმაღლოს ინდივიდმა.
ამიტომ რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, მორიელებს, თხის რქებსა და კუროებს ხშირ შემთხვევაში მაღალ სექსუალურ პოტენციალთან ერთად, საკმაოდ კარგად შეუძლიათ ერთი სტაბილური პარტნიორის ერთგულება, თუკი ეს უკანასკნელი მათ მაღალ მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ამ ადამიანებისთვის პირველ რიგში ხარისხია მთავარი და არა რაოდენობა.
სექსუალურად შედარებით უფრო პასიურ ნიშნებს შორის ასტროლოგები მოიაზრებენ თევზებს, ქალწულებსა და სასწორებს. თუმცა ზემოხსენებული მოსაზრება იმას როდი ნიშნავს, რომ ამ ხალხს სექსუალური კუთხით რაიმე დაეწუნება. საქმე იმაშია, რომ მათ უმრავლესობას გააჩნია შესაძლებლობა სექსუალური ენერგია სხვადასხვა სახით საქმიანობაში დახარჯოს სუბლიმირებული სახით – ეს შესაძლოა სასწორის შემთხვევაში იყოს შოუბიზესი, თევზების შემთხვევაში – ლიტერატურული საქმიანობა და ხელოვნება, ხოლო ქალწული ხშირად ბიზნესში და საქმიან სფეროში ახერხებს ამგვარი იმპულსების გამოყენებას. ზემოჩამოთვლილი სამი ნიშანი, როგორც წესი, ხშირად საკმაოდ პრეტენზიულია პარტნიორის შერჩევის კუთხით. ისინი ყურადღებას აქცევენ მეწყვილის როგორც ჰიგიენურ ნორმებს, ისე ვიზუალურ მონაცემებს და მენტალურ განვითარებას. ამიტომ მათთვის სულ ერთი არ არის უხეშად რომ ვთქვათ ის, თუ “ვის გვერდით სძინავთ”… აქედან გამომდინარე, ამ სამ ნიშანს ხშირად შეუძლია გარკვეული პასიურობაც კი გამოიჩინოს სექსუალურ ცხოვრებაში და თავი პროფესიულ საქმიანობას მიუძღვნას, შესაფერისი პარტნიორის გამოჩენის მოლოდინში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები