ჩინელი შეყვარებულს „აქირავებდა”, რათა აიფონი ეყიდა
ჩინელმა სტუდენტმა, რომლის ვინაობაც კონფიდენციალურია „აიფონისთვის“ ფულის შეგროვების არაორდინალური ხერხი მოიფიქრა. მან გადაწყვიტა საკუთარი შეყვარებულის „გაქირავება“ საათობრივად, ან სთავაზობდა კლიენტს ერთთვიანი აბონიმენტი შეეძინა.
გოგონასთან ერთსაათიან საუბარში კლიენტს 10 იუანი უნდა გადაეხადა, ხოლო ერთთვიან საუბარში – 500 იუანი გადაეხადათ. მისი წინადადება პოპულარობით სარგებლობდა და გოგოს სარეკლამო ფოტოებიც ჩინეთის სოციალურ ქსელში „ვეიბოში“ მალევე გავრცელდა.
ამის გარდა სტუდენტი ბიჭი სატრანსპორტო გაჩერებაზე ფასების ცხრილის ტრაფარეტით იდგა. დაინტერესების შემთხვევაში, ის საკუთარი შეყვარებულის ფოტოს აჩვენებდა და სრულ მომსახურებას აცნობდა. პაკეტში ინტიმი არ შედიოდა, კლიენტს მხოლოდ შეეძლო გოგო კინოში წაეყვანა, ან უბრალოდ მასთან ერთად ესეირნა.
შეაგროვა თუ არა მან აიფონის ფული გაურკვეველია, თუმცა თავის მემამულეებთან შედარებით, რომლებმაც „აიფონის“ გამო ბავშვი გაყიდეს, სტუდენტი უფრო ლმობიერად მოიქცა.