„სამხრეთ ოსეთის“ გავლით ტრანზიტის გახსნის არანაირი სამართლებრივი წინაპირობა არ არსებობს – ექსპერტი

 როკის გვირაბის გახსნის შემდეგ ექსპერტები, პოლიტოლოგები რუსეთსა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის ტრანსკავკასიური მაგისტრალით „სამხრეთ ოსეთის“ გავლით სატრანსპორტო მიმოსვლის შესაძლო დაწყებაზე ალაპარაკდნენ. ექსპერტების ნაწილის მოსაზრებით, სანქციების შედეგად რუსეთში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, მოსკოვსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების დალაგების ინტერესი საგრძნობლად გაიზრდება, – წერს ოსური პრესა. ამ შემთხვევაში, ექსპერტების აზრით, საქართველოსკენ რტაბზიტისტვის ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის გამოყენებაა შესაძლებელი, – ფიქრობენ ექსპერტები. ამ საკითხთან მიმართებაში სხვა მოსაზრებაც არსებობს. სპეციალისტების ნაწილი ფიქრობას, რომ მსგავსი საუბრებს არ აქვს არანაირი საფუძველი, და ის, რომ „სამხრეთ ოსეთი“ ტრანზიტულ ტერიტორიად შეიძლება გადაიქცეს, განსაკუთრებულ დივიდენტებს არ მოუტანს.
ამ თემაზე cominf.org-ი საზოგადოებრივი მოძრაობა „შენი არჩევანი – ოსეთია“-ს ლიდერს ალან ჯუსოევს ესაუბრა. ჯუსოევის აზრით, ამჟამად „სამხრეთ ოსეთის“ გავლით ტრანზიტის გახსნის არანაირი სამართლებრივი წინაპირობა არ არსებობს.
„ბოლო დროს ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ რუსეთის საბაჟო ტერმინალი სამხრეთ ოსეთის მხარეზე გადაიტანონ. მაგრამ, პირველ რიგში, სამხრეთ ოსეთი -დამოუკიდებელი სახელმწიფოა და, რბილად რომ ვთქვათ, არ არის სწორი საბაჟო პოსტის გადატანა დამოუკიდებელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე. ეს შეიძლება იყოს რუსეთის და სამხრეთ ოსეთის საერთო პუნქტი, და არა რუსული “, – აცხადებს ექსპერტი.
ჯუსოევის მოსაზრებით, თუ ე.წ. სამხრეთ ოსეთი ტრანზიტული ქვეყანა იქნება, „ეს გულისხმობს იმას, რომ საქართველოს ტერიტორიაზეც საბაჟო პუნქტი უნდა იყოს განლაგებული. ამ პუქნტმა „სამხრეთ ოსეთის“ სატრანზიტო დოკუმენტები უნდა მიიღოს, სამხრეთ ოსეთის კი – საქართველოს დოკუმენტები. ამისთვის ჩვენმა სახელმწიფოებმა შესაბამის შეთანხმებას უნდა მოაწეროს ხელი, – როგორც სავაჭრო ურთიერთობების თანაბარმა მხარეებმა. რუსეთსა და საქართველოს შორის კი არა, არამედ სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის. თუ მსგავსი რამ მოხდება, ეს კარგია და ნიშნავს იმას, რომ ჩვენ, როგორც სახელმწიფო, სამხრეთ მეზობელთან, როგორც სახელმწიფოსთან ვიწყებთ საუბარს“, – აღნიშნა ჯუსოევმა.
ესქპერტის თქმითვე, იმ შემთხვევაში, თუ „სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორია როგორც გაურკვეველი სატრანზიტო დერეფანი გაურკვეველი სამართლებრივი ფორმით იქნება გამოყენებული, ეს „სამხრეთ ოსეთის“ ეკონომიკას და მის „სახელმწიფო არგანოების სტატუსს“ არაფერს მოუტანს.
„გასაგებია, რომ ტრანზიტი საქართველოს, თურქეთს, ირანს, რუსეთს ჯვრის უღელტეხილის შესაძლო რემონტთან დაკავშირებით სჭირდება. ვარიანტები ბევრია, მაგრამ ჩვენთვის ეს 2000-იანი წლების დასაწყისში დაბრუნება იქნება… ამ შემთხვევაში სახელმწიფოებრიობის მშენებლობის ჩვენი ძალისხმევა ნულამდე იქნება დაყვანილი“, – ამბობს ჯუსოევი.
ექსპერტი ფიქრობს, რომ დღეს საქართველო „სამხრეთ ოსეთთან“ ურთიერთობის სახელმწიფოთაშორის ფორმაზე არ წავა.
„რაც შეეხება სამხრეთ ოსეთის გავლით ტრანზიტის გახსნის და როკის გვირაბის რემონტის დაკავშირება ერთმანეთთან, ჩემი აზრით, ეს არასწორი მოსაზრებაა. გაზსადენის მშენებლობაზე გაცილებით დიდი თანხა დაიხარჯა, ის ხომ იმისთვის არ შენდებოდა, რომ ჩვენ საქართველოსთვის გაზი მიგვეყიდა. როკის გვირაბის რემონტი უნდა ჩატარებულიყო. იმის გათვალისწინებით, რომ სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის პარტნიორული ურთიერთობებია, ისინი სტრატეგიული მოკავშირეები არიან, აქ რუსული სამხედრო ბაზა და მესაზღვრეებია განლაგებული, ჩვენ ქვეყნებს შორის სატრანსპორტო მიმოსვლა შეფერხების გარეშე ძალიან მნიშვნელოვანის“, – განაცხადა ექსპერტმა.

10744923_864526090254297_390752677_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები