სიდნეის ცენტრში 18 მეტრი სიმაღლის პრეზერვატივი აღმართეს
ავტრალიის ქალაქ სიდნეის ცენტრში, ობელისკზე 18 მეტრი სიმაღლის ვარდისფერი პრეზერვატივი აღმართეს. სიდნეის მაცხოვრებლებს შიდსთან ბრძოლის აღმნიშვნელი ინსტალაციის ნახვა ოთხშაბათამდე შეეძლებათ. ინიციატივის ავტორი ახალი სამხრეთ უელსის შიდსის საკითხთა საბჭო (ACON) გახლავთ.
„ეს ინსტალაცია, რა თქმა უნდა, დიდ ინტერესს გამოიწვევს, რადგან ხალხმრავალ ადგილზე ძალიან შესამჩნევი სიმბოლო შევარჩიეთ“, – აცხადებს ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნიკოლას პარკჰილი.
პარკჰილის თქმით, ახალი მედიკამენტები შიდსის ვირუსთან საბრძოლველად გვეხმარება, თუმცა პრეზერვატივებს დაავადების გავრცელების შესაჩერებლად, განსაკუთრებით გეებს შორის, ისევ გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.
შეგახსენებთ, 1 დეკემბერს შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება.