რა საჩუქარს დაჰპირდა პორნო-ვარსკვლავი „ლოს-ანჟელეს ლეიკერსის“ კალათბურთელებს?
ამერიკელი პორნო-ვარსკვლავი სედი სანტანა NBA-ს საკალათბურთო კლუბ „ლოს-ანჟელეს ლეიკერსის“ კალათბურთელებს საინტერესო საჩუქარს დაჰპირდა. 23 წლის პორნო-მსახიობს სურს საყვარელ გუნდს ცუდი სტარტის შემდეგ მოტივაცია აუმაღლოს და მათ გარკვეული შეთავაზებით მიმართავს. სანტანას პირობის თანახმად, თუკი „ლეიკერსის“ კალათბურთელები ზედიზედ 47 შეხვედრას მოიგებენ, ის მზადაა კლუბის ყველა წევრთან უფასო სექსი ჰქონდეს.
პორნო-მსახიობმა ეს ინფორმაცია თავის ტვიტერზე დაწერა და თან „ლეიკერსის“ ლიდერები კობია ბრაინტი, სტივ ნეში და სხვა კალათბურთელებიც მონიშნა.
შეტყობინებაში სანტანამ ასევე აღნიშნა, რომ არ ეწყინება თუკი დაქორწინებული კალათბურთელები მასთან სექსზე უარს იტყვიან. NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის პირველ ხუთ თამაშში „ლეიკერსმა“ ყველა შეხვედრა წააგო, რაც 1957 წლის შემდეგ სახელოვანი კლუბისთვის ყველაზე ცუდი შედეგია. მაშინ „ლეიკერსმა“ პირველი შვიდი შეხვედრის ზედიზედ წაგება მოახერხა.
მსგავსი საჩუქრის შეთავაზება გასულ წელს სხვა პორნო-მსახიობსაც ჰქონდა. 2013 წლის თებერვალში ავა დევაინმა პირობა დადო, რომ თუკი „კლივლენდ კავალიერსი“ პლეიოფში მოხვდებოდა, ის მზად იყო ყველა კალათბურთელთან სექსი ჰქონოდა. საბოლოოდ „კავალიერსმა“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მეცხრე ადგილი დაიკავა და პლეიოფის ეტაპზე ვერ გავიდა.