L’Oreal-ის სახე ტრანსსექსუალი გახდება

კოსმეტიკურმა ფირმა L’Oreal-მა თავის ახალ სახედ ტრანსსექსუალი მოდელი Lea T-ი შეარჩია. ბრაზილიელი მოდელი, რომელმაც მამაკაცის სქესი 2012 წელს შეიცვალა და ქალი გახდა, კოსმეტიკური გიგანტის კუთვნილი ბრენდის Redken-ის პროდუქციას გაუწევს რეკლამირებას. ეს ინფორმაცია, მოდელის ინსტაგრამზე, ასევე Redken-ის ოფიციალურ გვერდზე გამოჩნდა.
გავრცელებული ინფორმაცით, 32 წლის ლეა სერეზო  Redken-ის თმის საღებავებს გაუწევს რეკლამირებას. ლეას აქამდე ბევრ ცნობილ ბრენდთან უთანამშრომლია. ის Givenchy-ის სახლის კრეატიული დირექტორის რიკარდო ტიშის მუზაა. მისი ფოტოები ისეთი ცნობილი გამოცემების გარეკანებზე მოხვედრილა, როგორებიცაა: Vogue, Hercules და Interview.
რაც შეეხება ბრენდ Redken-ს, ის 1960 წელს აშშ-ში პროფესიონალმა სტილისტმა ჯერი რედინგმა და მსახიობმა პაულა კენტმა დაარსეს. Redken-ის პროდუქციაზე მოთხოვნის ზრდის კვალდაკვალ ის საერთაშორისო კოსმეტიკურმა ჯგუფმა L’Oreal-მა შეისყიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები