„ლენტა.რუ“: რუსეთი სომხეთის საზღვრამდე მიაღწევს

დამუშავებულია სამხრეთ კავკასიაში რუსეთის მოქმედების ახალი ფორმატი

რუსეთის ფედერაციის როლი რეგიონში და კრემლის სამომავლო გეგმები. ეს თემა წლებია როგორც საზოგადოებაში, ისე მასობრივი კომუნიკაციის საშუალებებში აქტუალურობას არ კარგავს. რუსეთის ფედერაციის და ფე ფაქტო რესპუბლიკებს შორის დაგეგმილი თანამშრომლობის შეთანხმებების შესაძლო გაფორმებამ კი ამ თემის ირგვლივ რუსეთის გეგმების თაობაზე ახალი ვარიაციები შექმნა. დე ფაქტო რესპუბლიკებთან თანამშრომლობის შეთანხმების შედეგი – „დამოუკიდებელი რესპუბლიკების ფაქტობრივი შესვლა რუსეთის საერთო სამართლებრივ, სამხედრო, საბაჟო სივრცეში და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში. ორმხრივი შეთანხმებების ინსტიტუტი შესაძლოა, რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალ ინსტრუმენტად იქცეს, რომელიც რუსეთს სამხრეთ კავკასიაში საერთაშორისო ურთიერთობებში ზედმეტი გართულებების გარეშე საკუთარი ამოცანების გადაწყვეტის საშუალებას მისცემს“, – წერს „ლენტა რუ“.10807993_863954703644769_597370844_n
სტატიაში აღნიშნულია, რომ რუსეთი პოლიტიკური მოსაზრებების გამო საკუთარ შემადგენლობაში ახალი ტერიტორიების მისაღებად მზად ჯერ არაა და ამ ეტაპზე მხოლოდ ყირიმით შემოიფარგლა. „დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების“ რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანება არ განიხილება ზუსტად ისე, როგორც მოკლევადიან პერსპექტივაში დე ფაქტო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიერთება. სოხუმში არასდროს დაუმალავთ, რომ დე ფაქტო აფხაზეთი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლას არ აპირებს. დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში კი ელიტისა და დანარჩენი მოსახლეობის პოლიტიკური კონსენსუსი ამა თუ იმ სახით რუსეთის შემედგენლობაში შესვლის საკითხზე ყოველთვის არსებობდა.
გამოცემის მტკიცებით, ამ ეტაპზე „რესპუბლიკების“ ინტეგრირებაზე რუსეთის ფედერაციის უარი სავსებითაც არ ნიშნავს იმას, რომ მოსკოვი სამხრეთით გადაადგილებაზე და საკუთარი ამოცანების შესრულებაზე სამხრეთ კავკასიაში უარს ამბობს. „ლენტა რუს“ ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციას რეგიონში 2 ასეთი საბაზისო ამოცანა აქვს. პირველი – არ შეიქმნა საქართველოში ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურა და ქვეყნის შესვლა ევროკავშირის ეკონომიკურ სტრუქტურებში.
მეორე ამოცანა – სომხეთამდე სანდო პირდაპირი სატრანსპორტო გზის უზრუნველყოფა.
სომხეთი ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს შეუერთდა და ბლოკში ერევნის სრულყოფილი ინტეგრაციისა და ევრაზიული კავშირების პოტენციალის რეალიზებისთვის რუსეთის და სომხეთის საერთო საზღვარია აუცილებელი.10754988_863954700311436_1756349161_n
გარდა ამისა, რუსეთის ფედერაციის სატრანსპორტო კომუნიკაციების კონტროლი სომხეთში რუსეთის სამხედრო ბაზის სრულყოფილ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. სტრატეგიულად მისი მნიშვნელობის გადაფასება რთულია. სომხეთში სამხრეთ სასაზღვრო ქალაქ მეგრის და ერაყის ქურთისტანს შორის მანძილი პირდაპირი ხაზით 250 კილომეტრზე ნაკლებია.
„ლენტა რუს“ ინფორმაციით, რუსეთის ფედერაცია ტრანსკავკასიური საავტომობილო მაგისტრალის განვითარებით უფრო არის დაინტერესებული. ეს მაგისტრალი ჩრდილოეთ კავკასიას – ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთის გავლით, საქართველოს ტერიტორიებს სომხეთთან და ირანთან აკავშირებს. განიხილება ასევე სარკინიგზო მონაკვეთ ალაგირ-ცხინვალის აშენება, რომელიც ჩრდილოკავკასიურ რკინიგზას სამხრეთ კავკასიის რკინიგზას დააკავშირებს. „დასავლეთის“ მარშრუტი სომხეთში გორის რაიონის გავლით გადის, სამცხე-ჯავახეთს და ასევე თრიალეთის ოსეთს მოუვლის, სადაც 90-იანი წლების დასაწყისამდე დიდი რაოდენობით ოსები ცხოვრობდნენ.
სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოში პოლიტიკურმა სიტუაციამ ქვეყანაში არასტაბილურობის ზრდას, შესაძლოა, ხელი შეუწყოს. გამოცემა „ლენტა რუ“ ბოლო დღეებში საქართველოში მინისტრების გადადგომას გულისხმობს.
„ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის ქართული პოლიტიკური ტრადიციის გათვალისწინებით, რესპუბლიკაში შესაძლოა, დესტაბილიზაცია უკრაინული სცენარით განვითარდეს. ამ პირობებში რუსეთი მეკავშირეობის ვალდებულებებს არა მარტო აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დაცვასთან მიმართებაში შეასრულებს, არამედ იძულებული იქნება, სტაბილურობა და მოსახლეობის უსაფრთხოება და საქართველოს რეგიონებში ეკონომიკის ფუნქციონირება უზრუნველყოს. ამ შემთხვევაში ორმხრივი შეთანხმებები თანამშრომლობისა და ინტეგრაციის შესახებ შესაძლოა, ადგილობრივი მოსახლეობისა და მოსკოვის მიერ ლეგიტიმურად აღიარებული ცალკეული ქართული რეგიონების ხელისუფლებებთან გაფორმდეს“, – აღნიშნავს „ლენტა რუ“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები