„ალასანიას განცხადებას შესაბამისი რეაგირება მოჰყვა პრემიერის მხრიდან“
თავდაცვის უწყებაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს ჯანდაცვის მინისტრი დავით სეგეენკო გამოეხმაურა. მინისტრის განცხადებით, ირაკლი ალასანიამ თავის გამოსვლაში თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებზე წარმოებული გამოძიება პოლიტიკურ ზეწოლასთან გააიგივა.
„მოულოდნელი აღმოჩნდა და მართლაც გაოცებული ვარ იმითი, რომ ირაკლი ალასანიამ თავის გამოსვლაში თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებზე წარმოებული გამოძიება გააიგივა პოლიტიკურ ზეწოლასთან, რომელიც მიმართული არის ევროკავშრთან ინტეგრაციის საწინააღმდეგოდ. შესაბამისად, ეს იყო ისეთი პოლიტიკური განცხადება, რომელსაც მე ვფიქრობ, რომ შესაბამისი რეაგირება მოჰყვა პრემიერის მხრიდან“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.