„რესპუბლიკელები“ ამერიკის კონგრესს სრულად გააკონტროლებენ

აშშ-ში შუალედური არჩევნების შედეგების თანახმად, „რესპუბლიკურმა პარტიამ“ 8 წლის მანძილზე პირველად კონგრესის სენატზე კონტროლი წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობის შენარჩუნებასთან ერთად მოიპოვა. წინასწარი მონაცემებით, ზედა პალატაში „რესპუბლიკელებმა“ 100 ადგილიდან დაახლოებით 52-იდან 55-მდე მოიპოვეს, „დემოკრატებმა“ კი – 46. შეგახსენებთ, რომ მანამდე „რესპუბლიკელებს“ 45 ადგილი, „დემოკრატებს“ კი – 53 ეკუთვნოდათ.
„რესპუბლიკელებმა“ „დემოკრატებს“ ადგილები შტატებში დასავლეთ ვირჯინიაშ, სამხრეთ დაკოტაში, მონტანაში, არკანზასში, კოლორადოში, აიოვაში, ჩრდილოეთ კაროლინაში წაართვეს. გარდა ამისა, „რესპუბლიკელებმა“ გამარჯვება ისეთ საკვანძო შტატებში მოიპოვეს, როგორიც კანზასი და კენტუკია.
შეგახსენებთ, რომ შუალედური არჩევნები წელიწადში 2-ჯერ ტარდება. არჩევნების შედეგად თავიდან ირჩევენ წარმომადგენელთა პალატას და სენატის ერთ მესამედს. გარდა ამისა, ამჯერად 36 შტატის გუბერნატორებს, ქალაქების მერებს და ადგილობრივი საკანონმდებლო კრების წევრებსაც ირჩევდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები