“არ მეგულება არცერთი ქვეყანა, სადაც პროკურატურა და თავდაცვა ერთმანეთს განცხადებებით ელაპარაკებიან”

„მე არ მეგულება არცერთი ქვეყანა, სადაც პროკურატურა და თავდაცვა ერთმანეთს განცხადებებით ელაპარაკებიან“, – ასე ეხმაურება თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს. როგორც დიმიტრი შაშკინი აცხადებს, ქვეყანა ღრმა პოლიტიკურ კრიზისშია.
„ქვეყანა არის ღრმა პოლიტიკურ კრიზისში – დაპირისპრიება მთავრობასა და პრეზიდნეტს შორის, რთული ურთიერთობა პრეზიდენსა და პარლამენტს შორის, ღია კრიტიკა მთავრობის მხრიდან სასამართლოს მიმართ, უმძიმესი ვითარება ოპოზიციის მიმართ ხელისუფლების მიდგომებში, ყოფილი პრეზიდენტის პოლიტიური დევნა, ოპოზიციური პარტიის გენმდივნის ციხეში ყოფნა… ეს ყველაფერი მიუთითებს ღრმა პოლიტკურ კრიზისზე და ამას დაემატა ძალოვნებს შორის დაპირისპირება. მე არ მეგულება არცერთი ქვეყანა, სადაც პროკურატურა და თავდაცვა ერთმანეთს განცხადებებით ელაპარაკებიან. მე მესმის, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს, რომელიც დაკავებულია იმით, თუ როგორ გამოკვებოს ოჯახი, ნაკლებად აინტერესებთ პოლიტიკური დაპირისპირება, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ პოლიტიკურ დაპირისპირებას მოჰყვება ეკონომიკური დაძაბულობა, ეს არის ერთმანეთზე გადაჯაჭვული და ეს ეხება ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას და ჩვენი შვილების მომავალს“, – წერს დიმიტრი შაშკინი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები