„ლსრ“-ის „ბოევიკებმა“ კაფეებში მოსიარულე ქალების დაპატიმრების და გაუპატიურების პირობა დადეს (ვიდეო)

ლუგანსკის ოლქის ქალაქ ალჩევსკში „ბოევიკების“ დაჯგუფება „პრიზრაკის“ მეთაურმა ალექსეი მოზგოვოიმ პრესკონფერენცია და მოსახლეობასთან შეხვედრა მოაწყო. შეხვედრაზე მოზგოვოიმ ქალებს კაფეებში სიარული აუკრძალა და დასძინა, რომ ქალების საქმე კაფეებში სიარული კი არა, სახლში ჯდომაა. თავის გამოსვლაში მოზგოვოიმ კაფეებში მოსიარულე ქალები მან პროსტიტუციით დაკავებულებს შეადარა. ერთ-ერთი დამსწრის შეძახილზე, რომ კაფეებში მოსიარულე ქალები უნდა გააპატიურონ, მოზგოვოი დაეთანხმა და განაცხადა, რომ მის სიტყვებში სიმართლე არის.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=z6UaHrloj-A” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები