დავით საგანელიძე: წარმატებული მინისტრები არ არიან ის მინისტრები, ვისაც შეიძლება ათასამდე ადამიანი ჰყავდეთ მოწამლული
„წარმატებული მინისტრები არ არინ ის მინისტრები, ვისაც შეიძლება ჰყავდეთ მოწამლული ათასამდე ადამიანი და ჯერ დასკვნა არ იყოს ამასთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ კოალიციის ოფისში პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა. საგანელიძის თქმით, ის, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია რეიტინგული მინისტრი იყო, არ ნიშნავს, რომ წარმატებული მინისტრი იყო.
“რეიტინგი არ ნიშნავს წარმატებას. დიდი გამოცდილება მაქვს პოლიტიკაში და ვიცი, რომ ეს რეიტინგები ერთ დღეს შეიძლება გქონდეს და მეორე დღეს ძირს ეგდოს. წარმატებული მინისტრი არის ის, ვისაც უწყებაში ისე აქვს აწყობილი საქმე, რომ კითხვები არ ჩნდება, ან თუ ჩნდება, პასუხები არსებობს. წარმატებული მინისტრები არ არიან ის მინისტრები, ვისაც შეიძლება ჰყავდეთ მოწამლული ათასამდე ადამიანი და ჯერ დასკვნა არ იყოს ამასთან დაკავშირებით”, – განაცხადა დავით საგანელიძემ.
მისივე თქმით, ალასანიას წარმატებული მინისტრობის შემთხვევაში სიტუაცია ამ მდგომარეობამდე არ მივიდოდა.