განვითარებადი ქვეყნების რეიტინგი

ბრიტანულმა ანალიტიკურმა ცენტრმა „Legatum Institute“-მ მსოფლიოში კეთილდღეობის მხრივ ყველაზე წარმატებული ქვეყნები გამოავლინა. მსოფლიოში ყველაზე განვითარებად ქვეყნად ნორვეგია აღიარეს. ნორვეგიის მცხოვრებთა 90% მიიჩნევს, რომ მათი ქვეყანა წარმატებული ადგილია საცხოვრებლად, მათ შორის ემიგრანტებისთვისაც. მეორე ადგილზე რეიტინგში შვეიცარია, მესამეზე ადგილზე კი ახალი ზელანდია გავიდა.
პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან საუკეთესო პოზიციაზე ლიტვა დამკვიდრდა, რომელმაც 42-ე ადგილი დაიკავა, შემდეგი ბალტიისპირეთის კიდევ ერთი ქვეყანა 44-ე ადგილზე გავიდა. ბელორუსიამ 58 -ე ადგილიდან 53 -ე ადგილზე გადაინაცვლა, ყაზახეთმა 8 საფეხურით დაიხია და 55-ე პოზიციაზე დამკვიდრდა, რაც შეეხება უკრაინას, იქ არსებული პრობლემების მიუხედავად, 63-ე ადგილზე გავიდა და 68-ე ადგილზე გასულ რუსეთს ხუთი პოზიციით აჯობა. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ მეზობელ აზერბაიჯანს ერთი საფეხურით ჩამოვრჩით და მე-80 ადგილს ვიკავებთ. ევროპის წამყვანი ქვეყნებიდან საუკეთესო პოზიციებზე დიდი ბრიტანეთი და გერმანია გახლავთ, რომლებმაც მე-13 და მე-14 ადგილები დაიკავეს. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანს ერთი საფეხურით ჩამოვრჩით და მე-80 ადგილს ვიკავებთ.
რეიტინგის თანახმად ყველაზე ცუდად ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ცხოვრობენ, რომელიც რეიტინგში 142-ე ადგილზე გავიდა. რეიტინგის სრული სახით ხილვა შესაძლებელია მითითებულ ბმულზე:
li.com/docs/default-source/publications/2014-legatum-prosperity-index.pdf?sfvrsn=4

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები