კახა კალაძე: ირაკლი ალასანიამ “ნაციონალური მოძრაობის” შეცდომა გაიმეორა

ირაკლი ალასანიამ “ნაციონალური მოძრაობის” შეცდომა გაიმეორა, – აღნიშნული განცხადება ვიცე-პრემიერმა კახი კალაძემ ტელეკომპანია “რუსთავი – 2” -ის გადაცემა “არჩევანში” გააკეთა.
„ევროპული მომავალი ქართველი ხალხის არჩევანია და არა რომელიმე პოლიტიკოსის, პოლიტიკური გუნდის ან პიროვნების. მე ვფიქრობ, რომ ირაკლი ალასანიამ “ნაციონალური მოძრაობის” შეცდომა გაიმეორა. “ნაციონალები” აკეთებდნენ ამას და აცხადებდნენ, რომ ევროპული არჩევანი მათი იყო. ეს ასე არაა. ქართველმა ხალხმა აირჩია ევროპასთან ინტეგრაცია და ეს ასეც მოხდება,“ – განაცხადა კახი კალაძემ.
მისივე თქმით, ალასანიას განცხადება რეალობას მოკლებულია და ქვეყანა განაგრძობს სვლას ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციისაკენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები