ირაკლი ალასანია: გიგი კალანდაძის ღამის საათებში დაკავება არ იყო სწორი

„გიგი კალანდაძის დაკავება იმ ფორმით, რა ფორმითაც მოხდა, არ იყო სწორი”, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა.
როგორც ალასანიამ განაცხადა, გიგი კალანდიას დაკავება ღამის საათებში არასწორი იყო.
“მე ეს პოზიცია მაშინაც მქონდა, რომ ღამის საათებში დაკავება არ იყო სწორი. ეს სადაც საჭირო იყო, დავაფიქსირე. დაკავება არ იყო ჩვენი პრეროგატივა, ეს იყო საგამოძიებო სამსახურის პრეროგატივა და გადაწყვეტილებები, რაზეც შემდეგ ძალიან დიდი აზრის სხვადასხვაობა იყო”, – აღნიშნა ალასანიამ.
მისივე თქმით, მან კალანდაძეს თავდაცვის სამინისტროს თავდებში ჩადგომაც შესთავაზა, თუ ის გულწრფელად აუხსნიდან გამოძიებას ყველაფერს. “მე არ მეგონა, რომ გიგი კალანდაძე იმ ტყუილს იტყოდა, რომ მე რაიმე ფორმით მოვთხოვე მას თანამშრომლობა ვინმეს საწინააღმდეგოდ. მე მქონდა კალანდაძესთან შეხვედრები. მე მას ვუთხარი, რომ მთავარი იყო, გულწრფელად აეხსნა ყველაფერი გამოძიებისთვის და ამ შემთხვევაში დავიცავდი მას და თავდაცვის სამინისტრო თავდებში ჩაუდგებოდა, რომ არ ყოფილიყო პატიმრობაში”, – აღნიშნა ალასანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები