დავით საგანელიძე: ალექსი პეტრიაშვილი სწორად მოიქცა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრს დავით საგანელიძეს მიაჩნია, რომ ალექსი პეტრიაშვილმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო. მისი თქმით, ალექსი პეტრიაშვილს მის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, თანამდებობა უნდა დაეტოვებინა.
„ეს მისი საქმე, მიმაჩნია, რომ ალექსი პეტრიაშვილი სწორად მოიქცა იმ განცხადების მერე, რაც მან გააკეთა, რა თქმა უნდა, ის არ უნდა იყო მთავრობის წევრი. ვინაიდან ამ პარტიის ლიდერები მიდიან, ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ფრაქცია დატოვებს უმრავლესობას, მე გული დამწყდება, მათ კარგად უნდა გაანალიზონ სად არის პოლიტიკა და სწორი მართვა“,- განაცხადა საგანელიძემ.
ამასთან, როგორც საგანელიძე აცხადებს, “რესპუბლიკელები” ალასანიას გადაყენების მომხრეები იყვნენ. „რესპუბლიკელების პოზიცია იყო სუფთა ტექნიკური ხასიათის, თორემ შინაარსობრივად რესპუბლიკელების ყველა წევრი დაეთანხმა იმას, რომ ამ განცხადებების მერე მინისტრი არ უნდა იყოს”, – განაცხადა საგანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები