ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთში აგრესორი ვერ დაინახა, ხოდორკოვსკი ქურდად მოიხსენია, Pussy Riot-ს კი აგინა (ვიდეო)

ჩეხეთის პრეზიდენტის უკანასკნელი ინტერვიუ თავისი სკანდალურობის გამო ალბათ ყველას დაამახსოვრდება. ჩეხეთის რადიოს პირდაპირ ეთერში საუბრისას პრეზიდენტმა ზდენეკ ზდემანმა რუსეთის პრეზიდენტი შეაქო და განაცხადა, რომ ხოდორკოვსკი პოლიტპატიმრად კი არა ქურდად მიაჩნია. ზემანმა თავისი გამოსვლისას ოთხჯერ გამოიყენა დედის გინება და ამით საზოგადოება შოკირებული დატოვა. ზემანის აზრით, სისულელე იქნება ჩეხოსლოვაკიაში შეჭრი დროინდელი საბჭოთა კავშირის და ახლანდელი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის რუსეთის შედარება. ზემანის აზრით ძველი საბჭოთა კავშირისგან განსხვავებით თანამედროვე რუსეთში პოლიტიკური პარტიები, არჩევნები და ოპოზიციური პრესა არსებობს. თავის გამოსვლაში ჩეხეთის პრეზიდენტმა Pussy Riot პორნოგრაფიულ ჯგუფად მოიხსენია და სალანძღავი სიტყვები არ დაიშურა. ზემანის თქმით, როცა ის რუსეთში მოლაპარაკებებზე იქნება, ნამდვილ პოლიტპატიმრებს დაიცავს, მაგრამ არა ხოდორკოვსკის და Pussy Riot-ს. ჩეხეთის პრეზიდენტის აზრით ხოდორკოვსკი პოლიტპატიმარი კი არა ჩვეულებრივი ქურდი გახლდათ. სახელმწიფოს მეთაურის სიტყვებმა სხვა ჩეხი პოლიტიკოსების კრიტიკის ტალღა გამოიწვია. პრემიერ-მინისტრ ბოგუსლავ სობოტკის თქმით, პრეზიდენტმა ახალგაზრდა თაობას ცუდი მაგალითი მისცა. ჩეხეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის კარლ შვარცენბერგის განცხადებით კი ზემანი ქალთა სქესის დამამცირებელი გამონათქვამებით ყოველგვარ ზღვარს გადასცილდა. აღსაღნიშნავია, რომ მილოშ ზემანი ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პრო-რუსული წარმომადგენელია.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=NADNzUIAk34&list=UUGJdJ81Zz5rYCnHrWMUDSoA” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები