გია ვოლსკი – ირაკლი ალასანიას მიერ გაკეთებული განცხადება თავდაცვის მინისტრისთვის შეუფერებელი იყო
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის შეფასებით, ირაკლი ალასანიას მიერ დღეს საღამოს გაკეთებული განცხადება შეუფერებელი იყო იმ განცხადებასთან, რაც თავდაცვის მინისტრს შეიძლება გაეკეთებინა. დეპუტატის თქმით, განსაკუთრებით სამწუხაროა განცხადების ის ნაწილი, რომელიც ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსს ეხება.
“ჩემთვის აბსოლუტურად მოულოდნელი იყო ირაკლი ალასანიას მიერ გაკეთებული განცხადება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ პრინციპულად შევთანხმდით, ყოველგვარ პოლიტიკურ თემას გავემიჯნებოდით და საკითხის პოლიტიზება არ მოხდებოდა, მისი განცხადება აბსოლუტურად მიუღებელი იყო. განსაკუთრებით სამწუხაროა განცხადების ის ნაწილი, რომელიც ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსს ეხება”, – განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ.
გია ვოლსკი ანალოგიურად აფასებს ალექსი პეტრიაშვილის მხრიდან გადადგომის თაობაზე გაკეთებულ განცხადებასაც.