ირაკლი ალასანია: პრემიერის ნაცვლად პროკურორი დავინახე

„პრემიერ-მინისტრის ნაცალად მე დღეს დავინახე პროკურორი,“ – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მისამართით განაცხადა. უკვე ყოფილი მინისტრი აცხადებს, რომ დღეიდან მის ცხოვრებაში ახალი პოლიტიკური ეტაპი იწყება.
„დღეიდან საჯარო მოხელე აღარ ვარ და დღეიდან ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ეტაპი იწყება, როგორც ჩემთვის, ასევე ჩემი პოლიტიკური გუნდისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ძალიან საინტერესო ეტაპი იქნება. ეტაპი იმისა, რომ ჩვენ, მართლაც, დავიცვათ ჩვენს ქვეყანაში ის ღირებულებები, რომლის მიღწევასაც 20 წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყანა და ჩემი ერი ნაბიჯ-ნაბიჯ ცდილობს. პრემიერ-მინისტრის ნაცვლად მე დღეს დავინახე პროკურორი. დღეს, მე  კიდევ უფრო გამიღრმავდა ეჭვი, რომ მთელი ეს ქმედება დაგეგმილი იყო იმისთვის, რომ შეელახათ საქართველოს იმიჯიც. იმ კრიტიკულ მომენტებში მე ვიყავი საფრანგეთში და ვხვდებოდი საფრანგეთის მინისტრს, ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის მნიშვნელოვან საკითხებს განვიხილავდი… იგივე ხდებოდა გერმანიის მინისტრსთან,  აი ეს მომენტი სპეციალურად იყო შერჩეული, რომ ლეგიმიტაცია და ის ძალა, რომელიც აქვს თავდაცვის სამინისტროს და მე, როგორც მინისტრს, შელახულიყო“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები