სასწრაფოდ: ალასანიას შემდეგ თანამდებობობა კიდევ ერთმა მინისტრმა დატოვა
ირაკლი ალასანიას შემდეგ თანამდებობობა კიდევ ერთმა მინისტრმა დატოვა. ალექსი პეტრიაშვილი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობიდან გადადგა. “ახლოვდება დიქტატურა, დემოკრატია საფრთხეშია, მე გადავდექი“, -აღნიშნა პეტრიაშვილმა.
გადაწყვეტილების შესახებ პეტრიაშვილმა “მაესტროს“ პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისივე განმარტებით, ხვალ წერილობით მიმართავს პრემიერ-მინისტრს თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. შეგახსენებთ, რომ ალექსი პეტრიაშვილი ირაკლი ალასანიას თანაგუნდელია.