ირაკლი ღარიბაშვილი: ალასანიას განცხადება იყო უპასუხისმგებლო

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ირაკლი ალასანიას დღევანდელი განცხადება უპასუხისმგებლო იყო.
“ალასანიას განცხადება იყო უპასუხისმგებლო, რომ სამინისტროში მიმდინარე გამოძიება არის ქვეყნის ევროატლანტიკურ არჩევანზე შეტევა. ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის არა მხოლოდ ჩვენი მთავრობის, არამედ ჩვენი ხალხის არჩევანი და ეს პროცესი არის შეუქცევადი. საქართველოს მთავრობის მიერ არჩეული საგარეო კურსი, რომელიც ითვალისწინებს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, არ არის და არასოდეს იქნება დამოკიდებული ერთი რომელიმე მინისტრის პოზიციაზე. ეს არის ყოვლად უპასუხისმგებლო განცხადება”, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია გადააყენა, – ამის შესახებ განცხადება პრემიერმა ცოტა ხნის წინ, “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. ამას წინ უძღოდა თავდაცვის მინისტრის განცხადება, როდესაც მან პროკურატურის ბოლოდროინდელი ქმედებების პოლიტიკურ სარჩულზე და ქვეყნის ევროატლანტიკური მიმართულების წინააღმდეგ მიზანმიმართულ ქმედებაზე ისაუბრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები